Wednesday, November 2, 2016

დავალება №1

3 ნოემბერი 2016 წელი

გადმოწერეთ სურათები მისამართზე D:/maia/4klasi/დავალება №1 საქაღალდეში და ააწყეთ მასწავლებლის მიერ ნაჩვენები პრეზენტაცია.






Monday, November 10, 2014

შვლის ნუკრის ნაამბობი

შვლის ნუკრის ნაამბობი 

I

პაწაწა ვარ, ობოლი. ბედმა დამიბრიყვა: ცუდ დროსდავობლდი; ტანზედ მაცვია პატარა, მოკლებეწვიანი, თეთრისთვლებით მოწინწკლული თხელი ქათიბი. ჯერ რქები და კბილებიარ ამომსვლია, ჩლიქებიც არ გამმაგრებია.

გზადაკარგული დავდივარ. აი დახედეთ ჩემს სისხლიანფეხსა, - ეს წყლის დასალევად რომ ჩავედი ხევში, მაშინ ვიტკინე...გული მიწუხს... გული... საბრალო დედაჩემი! მანამ დედა მყვანდაცოცხალი, სულ ალერსში ვყვანდი: ძუძუს მაწოებდა, მიალერსებდა, მაფრთხილებდა. რაღამეშველება მე საბრალოს ეხლა! ძუძუს აღარა ვწოვ, მხოლოდ ბალახის ნამსა ვსუტავდილით და საღამოთი, როდესაც ნამია, და რძის ნდომას იმითი ვიკლავ. უპატრონო რომვარ, სულ მეშინიან, ვკანკალებ, მუდამ დღე სიკვდილს ველი, გზაარეული დავეხეტები...ღმერ-თო, რამდენი მტერი გვყავს!

წეღან ველის პირად გავედი დაღონებული... იქით-აქეთ თვალს ვავლებდი. უცებჩემს თავზედ ჭექა გაისმა. ავიხედე მაღლა: მხრებ-შეკუმშული, ნისკარტდაღებული,უზარმაზარი ლეგა ფრინველი მოდიოდა პირდაპირ ჩემკენ. მე, შეშინებული, ტყეშიგადავხტი. წამოვიდა ის წყეული ფრინველი, ტანი ვეღარ შეიმაგრა და ჩემს ნადგომადგილს დაეცა. ჟრუანტელი მივლის, როდესაც იმისი მოკაკული ნისკარტი და ალმასივითბრჭყალები მაგონდება. პირდაპირ მოვიდა და, იქ რომ არ დავხვდი, ბალახებზედა დამაყლოვანზედ მხრებით ტყლაშუნი გაადინა. მიავლ-მოავლო საზარელი ყვითელითვალები, ეწყინა ჩემი გაქცევა, აიწია, ძლივს განთავისუფლდა, კინაღამ მაყვლებში ჩაება.მე ერთს ხეს ვეფარე და იქიდან გულის ფანცქალით ცალის თვალით გავყურებდი.

გენაცვალე, ტყეო! შენ ბევრს მშველი, თორემ აქამდის ჩემის ქათიბის ბეწვიც არიქნებოდა! გული მეუბნება, რომ მტრის მსხვერპლად გავხდები. ჯერ მე გამოუცდელი ვარ,მხოლოდ ერთი კვირა ვიყავი დედასთან. ის მასწავლიდა, ვინ იყო ჩემი მტერი და ვინმოკეთე. ეხლა ვინღა მასწავლის? სულ შამბში ვწვები, ვიმალები, მუმლისა დაკოღოებისაგან მოსვენება აღარა მაქვს. დედასთან კარგად ვცხოვრობდი, თავისუფლადვსუნთქავდი...

მე და დედაჩემი, აგერ ტყიანი სერი რომ წამოწოლილა და აქეთ-იქით ხევებიჩაუდის, იქ ვცხოვრობდით, მუდამ დაჩრდილულნი გაბურულის ტყით; უხვედრი იყოჩვენი ბინა. დედაჩემი დაწვებოდა ხოლმე გორაკზე, მე გვერდით მოვუწვებოდი. სამივემხრიდამ ხეები გვეფარა, მეოთხეს თვითონ გაიყურებოდა. ხანდახან ყურებს დააცქვეტდა,მე შევყურებდი და ვბაძავდი იმის ქცევას, ჩემს პატარა ყურებსაც ავცქვეტდი. სამჯერუჩვეულებრიო ხმაურობა შემოგვესმა: ის არა ჰგვანდა არც წყლის ჩხრიალს, რომელიცმუდამ მესმის, არც შაშვის ფაჩუნს, არც კოდალას რაკუნს, არც კიდევ ხმელის ხის წვერიდამჩამოვარდნილ ტოტის რახუნს და არც ნიავისაგამ გაშრიალებულ ფოთლების ხმას... ესშევნიშნე მე: რა წამს ამ უცხო ხმას გაიგონებდა დედაჩემი, ზე წამოვარდებოდა დამეტყოდა: “შვილო! მომყე, მე მომყეო!..” გაიქცეოდა და მეც მივხტოდი, რაც ძალი და ღონემქონდა; არც ვიცოდი და არც მესმოდა, თუ ვის უფრთხოდა. ეხლა-კი ვიცი... ოჰ! რამდენიმტერი გვყავს! ოჰ, ადამიანო!.. რატომ არ გებრალები მე, პატარა? რატომ არ მაძლევთავისუფლებას, რომ გულდასვენებულმა თავისუფლად ვიარო, ვთელო ლამაზი მწვანებალახი, გადავდგე სერზედ და დავსტკბე საღამოს ნიავის სიოთი?!

ვერ გავცილებივარ ტყეს. თუ გავედი ველად, უნდა ტყის პირს არ მოვცილდე, -მაშინაც ნახევარი სიცოცხლე მაკლდება! სულ აქეთ-იქით უნდა ვიყურო, ვეფარო ხეებს,კლდეებს, ბალახებსა და კანკალით ვჭამო საჭმელი, შიშისაგან ზეზეურად უნდა დავდნე!..რას გიშავებ, ადამიანო, მითხარი, რას? რა დაგიშავა საბრალო დედაჩემმა, რა შეგისვა, რაშეგიჭამა, რომ მოჰკალი და უპატრონოდ დამაგდე, დამაობლე?! ოჰ, ადამიანებო! თქვენხერხსა და ღონეზე ხართ დაიმედებულნი და ჩვენი ჯავრი არა გაქვსთ... არა ჰგრძნობთ,რომ ჩვენც გვიყვარს თავისუფლება, არა ჰგრძნობთ თქვენის შეუბრალებელის გულით,რომ ჩვენც გვიყვარს სიცოცხლე, ბუნება: ფოთლის შრიალი, წყლის ჩქრიალი, რომელსაცსულგანაბული ეგრე ხშირად ყურს ვუგდებ ხოლმე, ბალახის ბიბინი და ტყისცხოველებთან ერთად ნავარდობა... შენ-კი, ოჰ, ადამიანო!.. თვალებდასისხლიანებული,გაფაციცებული დამეძებ მე და ჩემს ფერს სუსტსა და უპატრონოს ათასს სხვას... იარაღიგაქვს, მოგვეპარები, მუხთლად გკვრავ ტყვიას და გამოგვასალმებ წუთისოფელს...

II

როგორ არ უნდა მეშინოდეს?.. ჯერ სულ ერთი კვირაა, რაც მე წუთისოფელსვხედავ, და რამდენი შიში და ვაება გამოვიარე! გუშინწინ წვიმიანი დღე იყო. სიცოცხლითადა სიმშვენიერით აღსავსე დედაჩემი წიფლის გვერდზედ იდგა და გემრიელადიცოხნებოდა... მეც გვერდით ვუდექი, მიხაროდა დედასთან დგომა, მტერი და სიკვდილიარც-კი მაგონდებოდა დედის იმედით. ხშირის ფოთლებიდამ წვიმის ნამი კამკამითჩამოდიოდა... მე თავს ვუშვერდი, რომ სასიამოვნო წვეთებს გავეგრილებინე.

- არ გიამა, შვილო? - მკითხავდა დედა.

მე თავს ვუქნევდი და ვხტოდი, ხან ძუძუებში ვბურჩქნიდი.

ჩვენს წინ ერთ ხმელ ხეს გარშემო კოდალა ევლებოდა და ისე მაგრა უკაკუნებდა,რომ მიკვირდა, - დედაჩემი ამოდენაა და არ შეუძლიან ეგრე ტყის გახმაურება, როგორც ამპატარა ჩიტს მეთქი! უვლიდა გარშემო ხეს ფეხების ფხაკუნით და ხან ერთსა და ხან მეორეადგილას ჩაჰკრავდა ნისკარტს... კოდალას ცელქობას მე სიხარულით შევყურებდი; უცებ“ჩხი!” “ჩხი!” მომესმა. მივიხედე გვერდზე: თავზედ ერთი ჩხიკვი გვევლებოდა. “თავიმომაფარეო, - მითხრა დედაჩემმა, - თორემ ჩხიკვი თვალებს დაგთხრისო!..” მე თავიმოვაფარე. დედაჩემი იგერებდა თავით ამ საძაგელს. ჩხიკვი ჩემკენ იწევდა; ბევრიიცოდვილა, მერე დაგვანება თავი, თავმოკატუნებული წიფლის ტოტზე შესკუპდა დამოჰყვა კნავილს. იმისი ხმა სწორედ ჩემს ხმასა ჰგვანდა. დედას გაეცინა და მითხრა:

- დიდი ეშმაკი რამეა, შვილო, ეგ ჩხიკვი, გაუფრთხილდი!.. შენისთანა პატარანუკრებს ძლიერ ემტერება, შვილო... კრუსუნსა და კნავილს მოჰყვება და ახლო-მახლო რომშენისთანა ბრიყვი და გამოუცდელი ნუკრი შეხვდეს, ბანს მისცემს, გადაეძრახნება, მაგასაცის უნდა: მიახტება და თვალებს გამოსჩიჩქნის!..

მე ტანში ჟრუანტელმა დამიარა...

- ხმასაც არ გავცემ, დავემალები მაშინათვე!

- ჰო, ეგრე, ეგრე, შვილო! მანამ დედა ცოცხალი გყავს, ნუ შეგეშინდება; როცა მე აღარგეყოლები, მაშინ სიფრთხილე გმართებს!

ოჰ, რამდენი გამოცდილება მაკლია ჯერ კიდევ მე, საცოდავსა!..

III

ერთხელ ძლიერ დაცხა. დედაჩემი საწოლიდამ ადგა და მითხრა, წყალზეწავიდეთო. წავედით, დავყევით წვრილიანს სერს, ჩავიარეთ შამბზე და ჩავედით ხევში.ხევი ღრმა იყო, მზის სხივები ვერ ჩასწვდომოდა, აქეთ-იქით ნაპირებზე ხეებიერთმანერთზე გადაკვანძულიყო წვერებით. ხის ძირებზე, იქვე ხევის პირად, ჟოლისფესვები იყო ამოსული, წითლად თავი დაეხარათ და გადმოჰყურებდნენ წყლის დენას.ცივი ანკარა ხევი მოჩუხჩუხებდა გალიპულს ქვებზე, ერთის კლდიდამ მეორეზეგადადიოდა და გუბდებოდა. დედაჩემი მივიდა და ჩადგა შიგ გუბეში. მე ძლივსდავდიოდი ქვებზე, ჩლიქები მტკიოდა.

- მოდი, შვილო, ჩადექ წყალში, საამურია სიცხეში წყალში დგომა.

მე მივედი და კრძალვით ჩავსდგი ჯერ ერთი ფეხი; წყალი საშინლად ცივი იყო დაგადმოვხტი ისევ უკან.

- ცივია, არ შემიძლიან დგომა.

- არაფერი გიშავს, უნდა ეხლავე შეეჩვიო, შვილო!

ცოტა ხანი დავდექი წყალში, და მერე გამოვბრუნდით უკან. ჩვენს ზევითნაკაფიანებში ხმაურობა ისმოდა.

ეგ საშიში ხალხი არ არის, მითხრა დედამ. ერთი დედაკაცი და პატარა ბალღია.ჩვენი მტერი ეგრე არა ყვირის. ჩვენ მაინც სიფრთხილე გვმართებს: ისე წვრილიანზეავიაროთ, ველის პირად ნუ გამოუჩნდებით, ნუ დავენახვებით.

დედაჩემი წინ წავიდა. მე გულმა არ მომითმინა და გავხედე; ტანი დავმალე,მხოლოდ თავი გამოვაჩინე. ამ დროს ქვეიდამ ხმა მომესმა: “ვაი, ვაი, დედილო, მგელი,დედილოჯან, მგელი!”

- ნუ გეშინიან, შვილო, გენაცვალე. აბა სად არის, დამანახვეო? - ჰკითხავდა დედა. -აგე, ყურები არ გადმოუცქვეტია, ადამიანო, ტყიდამ! - თვალცრემლიანი უჩვენებდა ბავშვითითით ჩემზე.

- უი, შენ კი გენაცვალოს დედა, მგელი-კი არ არის, შვლის ნუკრია, შვილო! ქა, რალამაზია!

- დავიჭიროთ, შენი ჭირიმეო, - ეუბნებოდა პატარა დედას და თან მოუთმენლადემზადებოდა ჩემკენ გამოსაქცევად.

- არა, გენაცვალოს დედა, ცოდოა, შვილო, როგორ იქნება, განა მაგას არა ჰყავს დედა!ხომ უნდა იტიროს იმან თავის შვილზე!

მე სულგანაბული ყურს ვუგდებდი და მიამა, რომ გავიგონე ერთადერთი სიტყვაჩვენის შებრალებისა. მე კიდევ მინდოდა ყური მეგდო, მაგრამ დედაჩემიდაბრუნებულიყო, მოირბინა და მითხრა:

- ჰაი, შე ბრიყვო, გჯერა, რასაც ეგენი ამბობენ?! რას უყურებ იქა? წავიდეთ ჩქარა,მომყე! ეგენი წავლენ, ასწავლიან მონადირეს ჩვენს ბინას და გამოგვასალმებენ სიცოცხლეს.

საბრალო დედაჩემი წინადვე ჰგრძნობდა, რომ ისე იქნებოდა.

IV

შეკუნტრუშდა დედაჩემი, შევკუნტრუშდი მეც და გავსწიეთ ზეითკენსკუპ-სკუპით. სულ ბოლო დროს მხოლოდ ეს-ღა გავიგონე: “უი, დედაც იქა ჰყოლიაო!”

შევუდექით შამბიანს, ბუერიანს გვერდობს, ბუერის ძირები ცივის წყაროებით იყომორწყული. აქა-იქ ლაფზე ეტყობოდა ჩემსაებ პატარა ნუკრის ნაფეხურები. საშინლადცხელოდა. ვწუხდით. დავწექით ბუერებში. იმისი განიერი ფოთლები არ გვაკარებდნენმწვავე მზის სხივებს. უცებ გარშემო შემორტყმულ მთების წვერებიდან ამოცვივდნენღრუბლები, შეიყარნენ ერთად. ცამ დაიგრიალა, იჭექა, ელვა გაიკლაკნა.

წვიმა სვეტ-სვეტად ჩამოდგა გაღმა სერებზე, მალე ჩვენს გარეშემოც ხის ფოთლებსადა ნამეტნავად ბუერებზე დაიწყო ტლაშა-ტყლუში. ისეთი ხმაურობა დადგა, თითქოს ტყედა მთა-ბარი იქცეოდა. ყველა სულდგმულმა ხმა გაკმინდა: ჩიტები ვეღარ ჰბედავდენჭიკჭიკს, ცელქობას... საძაგელი ჩხიკვი, რომელიც ისე მაშინებდა წინათ, ეხლა სრულებითარ მეჩვენა ისე საზარელი; დამჯდარიყო წიფლის შიმელაზე, მიეხუჭა თვალები დანისკარტიდამ ცინგლი ჩამოსდიოდა, მხრები საცოდავად ჩამოეშვა. იმის ახლოს იჯდაგულწითელი ჩიტი, “წიფლის-ჩიტა” უწყინარი, უვნებელი, ღაბუა. მშვენიერად მიეხუჭათვალები! მოფრინდა “წიპრანა” და “წრიპ, წრიპ!” შესძახა. ჩხიკვს შეეშინდა, გაახილათვალები, გაუსკდა გული, მიასკდა ხან იქით, ხან აქეთ, უშნო “ჩხიი, ჩხის!” ძახილით. მეგამეცინა. წინათ ყველაზედ ღონიერი ის მეგონა, ეხლა-კი გავიგე, რაც შვილი ბრძანებულა.

გადაიქუხა. ჩიტებმა მორთეს ერთხმად სიმღერა. ბალახებმა და ხის ფოთლებმასიხარულის ცრემლს დაუწყეს ფრქვევა. დედაჩემს ნაწვიმზე სიარული უყვარდა...წავიდოდა ველად და მეც თან გამიყოლიებდა. ეხლაც წავედით, შევუდექით ველისპირებს, გავსწიეთ მთისკენ, ტკბილი ხმა ისმოდა სალამურისა. მთის ძირზე გაშლილიყოცხვარი და ტკბილად სძოვდა ახლად დანამულს ბალახს. მზე გორის პირას იყო ჩამალულინახევრამდე. იმისი მკრთალი სხივები მხოლოდ მთებისა და ტყის წვერებს ეთხოვებოდა.

გორის პირზე ზევით მხრივ იჯდა ნაბადწამოხვეული მეცხვარე და შეექცეოდასალამურს. იმის გვერდით წამოყუნტებულიყო ბანჯღვლიანი, საზარელი შესახედავიძაღლი; ცოცხლად აყოლებდა თვალებს ცხვრის ფარას და ხანდახან აჩერდებოდაალერსიანად თავის პატრონს.

- ცუდს ადგილას მოვედითო, - მითხრა დედაჩემმა, - მეცხვარე უიარაღოა, იმისი ნუშეგეშინდება, მაგრამ ის ძაღლი დაიყრის ჩვენს სუნს და იქნება გამოგვეკიდოსო.მობრუნდი უკან. თვალი გეჭიროს: თუ ჩვენსკენ გამოიქცა, მე დავენახვები და შენბალახებში ჩაიმალეო. ჩვენს დანახვაზე ცხვარი წაფრთხა და დაიწყო ჩვენკენ ყურება. მეხშირსა და დაბერებულის არჯაკელის გროვაში ჩავიმალე და არ ვაშორებდი თვალს იმკუდბუთქვა ძაღლს... ცხვრის დაფრთხობა და ძაღლის წკმუტუნი ერთი იყო. სცქვიტაყურები და გამოექანა ჩემკენ...

მეცხვარემ დაგვცა კივილი. მე ავკანკალდი. დედაჩემს შეასწრო თვალი და გაექანაიმისკენ. დედაჩემი გასრიალდა და ერთს წამს დამეკარგა თვალიდამ. ცრემლი მომერია,გული მომიკვდა: ვაიმე, დედავ, თუ დაგიჭიროს მაგ წყეულმა! დიდი ხანი მესმოდაბრაგა-ბრუგი და ხევიდამ ქვების ჩხრიალი.

ვაიმე თუ დაიჭირა დედაჩემი და თავის ალმასის კბილებით სწეწს! დაბინდდა.მეცხვარემ მოუსტვინა ცხვარს და შეაყოლა ბინისაკენ. გულის ფანცქალით ვადევნებდითვალს იმის მოძრაობას. საწყალს ცხვრებს სცემდა ზოგს დიდის კომბლით და ზოგს ქვებსესროდა. ერთს პატარა ჩემოდენა ბატკანს მიარტყა ქვა, საბრალო წაიქცა და საცოდავადდაიწყო ფეხების ქნევა. მეცხვარე ავიდა ზევით და დაუწყო ძახილი “ყურშიას”. ცოტა ხანსშემდეგ, ცის ტატანზე დავინახე, რომ იმისი ყურშია, წითელ-ენაგადმოგდებული, ედგაპატრონს გვერდით.

მე მეშინოდა; ვინ იცის, ჩემის დედის სისხლით აქვს-მეთქი გამურული ლაშ-პირი.დაბნელდა, დაუკუნეთდა. ხმაურობა აღარსაიდამ ისმოდა. რა იქნა დედაჩემი? იქნებავეღარ მიპოვოს, თუ ცოცხალია?

ცოტა ხანს შემდეგ ხავილი შემომესმა. დედიჩემის ხმასა გვანდა. მეც გავეხმაურე.საბრალო აფორთქლებული მოიჭრა ჩემთან.

- აქა ხარ, შვილო? ნუ გეშინიან, შენი დედა ცოცხალია. ძაღლი და მგელი ვერაფერსდააკლებენ... ცოცხალი ხარო? - მკითხავდა.

- ცოცხალი ვარ, - ვუპასუხე მე.

მიალერსა დედამ... ნეტა ვის შევსტირო, ვის შევეხვეწო, ვინ არის ისეთი ძალუმი,რომ დედიჩემის თვალებში ჩამახედოს, დამატკბოს იმისის ალერსით.

როგორ უნდა მოვინელო ეს ჯავრი? ნეტა სისხლის მსმელ მტერს მეც მოვეკალი!რისთვის დავრჩი მე ცოცხალი!?

წინა დღეს ცოცხალს, მშვენებით სავსეს ჩემს ნუგეშს შევსტრფოდი, და რამომაგონებდა, თუ მეორე დღეს დამეკარგებოდა სამუდამოდ!

V

მთელი ღამე დავდიოდით ველზე, აღარ გვეშინოდა; გავედით სვილში დატკბილად შევექცეოდით. თენება დაიწყო, მივიქეცით ტყეში. წყეული იყოს იმ დღისგათენება. ველზედ სქლად იწვა ბალახი. ველში იდგა ორი-სამი ძირი ბალი; ჯგუფ-ჯგუფადეხვეოდენ ჩიტები, შაშვები; ჟივილ-ხივილი ისმოდა; ზოგნი მოდიოდენ და ზოგნიმიდიოდენ, მიეზიდებოდენ შვილებისათვის საზრდოს. დედამ გამაფრთხილა და მითხრა:საშიშია ამ დროს სიარული, ჩვენი მტერი ნაწვიმზე დაგვეძებს, აქეთ-იქით თვალიგვეჭიროსო.

ეს იყო უკანასკნელი გაფრთხილება დედიჩემისაგან, დედაჩემი სწუხდა, თითქოსსიკვდილსა ჰგრძნობდა. მოჰკვნეტდა ერთს ფოთოლს და გაუყუჩდებოდა.

ჩვენ ზევით იყო დგნალები, ერთმანერთზე მიწყობით ამოსული. იმათ წინ იდგასამი თუ ოთხი შეკუმშული და აწურწუტებული არყი.

უცებ, როგორც ცის ჭექამ, იგრიალა თოფმა. იმის ხმამ დაიარა მთები და კლდეები,ხის ფოთლებმა და მცენარეებმა კანკალი დაიწყეს, ბოლი გაერთხა ნამიანს ბალახზე.დედაჩემმა ერთი-კი ამოიკვნესა და წაიქცა. ვაიმე! მე იქვე გავისხიპე. დედაჩემიმიგორავდა, ვხედავდი, თავქვე და სისხლიანს კვალს სტოვებდა ბალახზე. არყებისუკანიდამ გამოხტა ახალგაზრდა ბიჭი, ლეგა ჩოხის კალთები აეკვალთა. “გაუმარჯოსო!”დაიძახა და სასწრაფოს წკრიალით გამოეკიდა დედაჩემს უკან. საწყალი დედაჩემიცდილობდა ადგომას, წამოიწევდა ხოლმე, მაგრამ ისევ ჩაიხვეოდა მუხლებში. დაეცემოდადა გაგორდებოდა. მე მოვკვდი, ტანში დავიშალე, როდესაც შეჩვენებულმა მონადირემამოიძრო პრიალა ხანჯალი და გამოუსო დედას ყელში. სისხლმა იფეთქა და გადაერწყიახეებზე. ვაჰმე! სულ ცხადად ვხედავდი, მაგრამ რითი ვუშველიდი მე, საცოდავი?! აგერძუძუებზე, იმ ძუძუებზედ, რომლებსაც მე ვწოვდი, დაუსო ხანჯალი და გამოშეშხა. შეიდოკისერზედ და გასწია. მე დავიწყე ტირილი. გული შემიწუხდა. მას აქეთ ცოცხალ-მკვდარივარ; ვტირი და ეს არის ჩემი ნუგეში; დავდივარ და შევსტირი ხეებს, მთასა და კლდეებს,დავსტირი წყალსა და ბალახს, მაგრამ ჩემთვის დედა არა ჩნდება, დედაჩემს ვეღარავხედავ, ვარ ობოლი და, ვინ იცის, ვინ დამეპატრონება, ვინ შეიღებავს ჩემის სისხლითხელებს?!

იავნანამ რა ჰქმნა

იავნანამ რა ჰქმნა 

სამშობლო ღვინისა

თბილისიდან რომ აღმოსავლეთისკენ წახვიდე, ერთიდღის მოგზაურობის შემდეგ მიადგები ერთს გრძელსმთასა, რომელსაც ჰქვია ცივი. ამ ცივის მთაზე რომ ახვიდედა იქით, აღმოსავლეთისკენ, გადაიხედო, შენ თვალწინქვემოთ გადაიჭიმება ვეებერთელა ვაკე, რომელსაც ჰფარავსმთელი მწვანე ზღვა ვენახებისა და ზვრებისა. ამ ვაკის ზედშუა წელზე დაინახავს გრძელს ლაპლაპა ზოლსა,ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გავლებულსა. ეს სწორე ვაკე არის კახეთის ველი,ლაპლაპა ზოლი კი – მდინარე ალაზანი, რომელიც კახეთს ჰყოფს ორს, თითქმის თანასწორნაწილად: აქეთა ნახევარს ჰქვია გამოღმა მხარი, იქითას – გაღმა მხარი. გაღმა მხარსსაზღვრად უძევს აღმოსავლეთის დიდი და მაღალი მთები და ესენი ჰყოფენ კახეთსდაღესტნისაგან, რომელიც იწყება ამ მთებს იქით.

თუ გაღმა მხარისაკენ თვალს დააკვირვებ, ერთს ადგილას მთის ძირში გაარჩევდიდს ღელეს, ღრმად შევარდნილს მთაში. ეს ღელე ახლა სახნავ-სათესი ადგილია, მაგრამრომ ახლო მიხვიდე და კარგად გასინჯო, მიწების მიჯნაზე და განაპირას ადვილადშეამჩნევ ქვიტკირის ნაშთებსა. ეს ნაშთები უტყუარი ნიშნებია იმისა, რომ ეს ადგილინასოფლარია.

სოფელი ვაშლოვანი

დიახ, ძველს დროში სწორედ ამ ადგილას ჰყვაოდა კარგა მოზრდილი სოფელი,რომელსაც ვაშლოვანი ერქვა. დასავლეთით ამ სოფელს ერტყა ზვრები და ვენახები, ხოლოაღმოსავლეთის მხრივ ის თითქმის ეხებოდა ხშირსა და აყრილს ტყეს, რომლითაცშეფენილი იყო მთა. ამ ხშირის ტყის წყალობით შიგ შუა გულს სოფელში მიწითგანშადრევანივით ამოჩუხჩუხებდა ვეებერთელა ანკარა წყარო, რომლის ყინულივით ცივიწყალი იყო საკვირველი სასმელი მთელი სოფლისა. შენობანი სოფლისა სულქვიტკირისანი იყვნენ და ჰმოწმობდნენ, რომ სოფელი შეძლებული იყო. მართლაც, მაშინვაშლოვანმა და მთელმა კახეთმა არ იცოდა, რა იყო ვაჭრის ვალი, რომელშიაც ეხლაკახეთი ჩაფლულია.

ვაშლოვანის ნაპირას, აღმოსავლეთით, ტყის ახლო, იდგა მშვენიერი ორსართულიანისასახლე, ირგვლივ შემკული ლამაზი მოაჯირებითა. ეს სასახლე ეკუთვნოდა თავადლუარსაბ ქართველაძესა, რომელიც განთქმული იყო მთელს კახეთში თავისისიმდიდრით და პურადიბით. ცოლად მას ჰყავდა ქართლიდან მოყვანილი ქალი მაგდანი.აგებულებით სუსტი მაგდანი იყო სწორედ ოქროს გულის პატრონი. მათს სახლშიყოველდღე იმდენი საჭმელი კეთდებოდა, რომ ორ-სამ სახლობას ეყოფოდა, მაგრამხშირად დააკლდებოდათ ხოლმე საჭმელი და გაუმაძღარნი რჩებოდნენ. ამის მიზეზი იყომეტად კაცთმოყვარე გული მაგდანისა. ის უხვად უგზავნიდა თავისი სახლიდან სანოვაგესყოველს ავადმყოფსა, ღარიბსა და გაჭირვებულსა. ამასთან მაგდანას ჰქონდა საოცარი ხმადა განთქმული იყო მთელს იმ მხარეში თავისი მშვენიერის სიმღერით. მისი ხმა დასიმღერა ისე ღრმად მიდიოდა კაცის გულში, ისეთი სიამოვნების ჟრუანტელს დაასხამდა,რომ ვინც კი მას მოისმენდა, თავის სიცოცხლეში აღარ დაავიწყდებოდა. ზურაბმაცმშვენივრად იცოდა თარზე დაკვრა. როცა ქმარი უკრავდა თარზე და ცოლი დამღეროდა,ყური ამაზე უკეთესს ვერას გაიგონებდა.

ზურაბი და მაგდანი სულ ხუთი-ექვსი წლის ჯვარდაწერილნი იყვნენ. შვილად ჰყავდათერთადერთი ქალი – ქეთო, რომელიც მესამე წელიწადში იდგა. მეტად საყვარელი ბავშვიიყო ქეთო: ლამაზი, თეთრი ბამბის ქულასავით, ცქრიალა, მხიარული და უღალავიმოტიკტიკე. ამასთან ქეთოს საშინლად უყვარდა თავისი დედის სიმღერა, ხშირადამღერებდა და სულგანაბული ყურს უგდებდა მთელი საათობით. კაცს სწორედჩასაყლაპავად მოუნდებოდა ეს ბავშვი. დედ-მამას მასზე ამოდიოდა მზე და გაგიჟებითუყვარდა.

ლეკები კახეთში

ვაშლოვანში და საზოგადოდ კახეთში მაშინდელს დროში ხშირად დაიარებოდნენლეკები. ძველის დროიდან დაღესტანსა და საქართველოს შორის ტკბილი განწყობილებაარსებობდა, დიდი მეგობრობა სუფევდა. ყოველს საქართველოს მტერს დაღესტანიმტრობას უწევდა; ყოველს საქართველოს მეგობარს მოყვრულად ეპყრობოდა. არავის არახსოვდა, რომ ლეკები როდესმე საქართველოს დასცემოდნენ და ჩხუბი აეტეხნათქართველებისათვის. ლეკები მტრად გაუხდნენ ქართველებს შემდგომში, როდესაცმაჰმადიანობა მიიღეს და საქართველომ მართლმადიდებელის რუსეთისაკენ გაიწია.ძველს დროში კი დიდის პატივისცემისა და გულითადის მეგობრობის მეტი ქართველებსლეკებისაგან არა მოაგონდებოდათ რა. ამ მეგობრული მეზობლობის გამო ლეკებითავისუფლად მიდი-მოდიოდნენ კახეთში, უმეტეს ნაწილად სავაჭროდ. გასაყიდადგამოჰქონდათ უფრო ნაბდეულობა და იარაღეულობა, რომლის კეთებაში განთქმულნიიყვნენ.

ქეთოს მოტაცება

სოფელს ვაშლოვანში დაიარებოდა კაი ხნიდან სავაჭროდ ორი ბაჯაჯგუნა ლეკი.ესენი ისე წყალწაღებულები იყვნენ, რომ თვითონ ლეკებსაც აბუჩად ჰყავდათაგდებულნი. ამიტომ მათგან ცუდი საქმის გაბედვას არავინ არ მოელოდა; მაგრამ მალემათ გაამართლეს ქართული ანდაზა: თავჩაღუნული – კუდაბზეკილიო...

ერთხელ ერთმა ლეკთაგანმა თავის ამხანაგს უთხრა:

იცი, რა აზრი მომივიდა! რამდენი ხანია, რაც ჩვენ სავაჭროდ დავიარებით, მაგრამ რაგამოვიდა? ისევ ისეთივე ღატაკები ვართ, როგორიც ვიყავით, ისევ ისეთივე ძაღლურიცხოვრება გვაქვს, როგორიცა გვქონდა. სხვაფრივ კი რომ მოვიქცეთ, ერთბაშადგავმდიდრდებით და მოვრჩებით ამდენ ვაივაგლახსა და ლაწლაწსა.

– როგორ? – ჰკითხა ამხანაგმა.

– ზურაბ ქართველაძე ხომ ძლიერ მდიდარია? – ჰკითხა მან.

– ჰო, მდიდარია, მაგრამ რას გვარგებს ჩვენ იმის სიმდიდრე? – უპასუხა მან.

– გვარგებს, თუ ჭკუით მოვიქცევით. ამ მდიდარს კაცს ხომ გაგიჟებით უყვარს თავისიერთადერთი ქალი?

– უყვარს, მაგრამ რა გამოვიდა მანდედან?

– ის გამოვიდა, რომ თუ ჩვენ იმ ბავშვს როგორმე მოვიტაცებთ და ტყვედ წავიყვანთდარესტანში, როგორ გგონია, ქართველაძე განა თავის შეძლებას დაიშურებს, რომტყვეობიდან დაიხსნას შვილი? ჰაი, ჰაი, რომ არ დაიშურებს.

ამხანაგსაც მოეწონდა ეს აზრი და გადასწყვიტეს, რომ თვალი ადევნონ და, რა წამსიგდონ ხელში მოხერხებული დრო, მოსტაცონ ჩუმად ქართველაძეს ქეთო და ტყვედწაიყვანონ დაღესტანში.

ჩვენ უკვე ვიცით, რომ სოფელ ვაშლოვანს აღმოსავლეთით ეკრა დიდი, ატეხილიტყე, ამ ტყის პირას ხშირად სეირნობდა ხოლმე ქართველაძის სახლობა, რადგანაც სახლიიქვე ახლო ედგათ. ერთხელ ქეთოს გამდელმა საღამოს ჟამს ამ ტყისაკენ გამოისეირნა დათან ჰყავდა პატარა ქეთოც. ტყეს რომ მიუახლოვდნენ, ბავშვმა ხის ქვეშ ჩიტი დაინახა დაგაექანა: ჩიტმა ისკუპა და იქით ხეებში გაფრთხიალდა, ბავშვიც უკან დაედევნა.

ამასობაში ქეთო კარგა შორს წავიდა ტყეში, გამდელიც უკან მისდევდა. უცებსაიდანღაც გაჩნდა ლეკი, მივარდა ქეთოს, სტაცა ხელი, მეორე ხელი პირზე დააფარა დაგაიტაცა, გამდელმა დაყვირება ვერ მოასწრო, რადგან ამ დროს მეორე ლეკმა თავში კეტიდაარტყა და უსულდგმულოდ დასცა მიწაზე. გაიტაცეს ქეთო და წაიყვანეს.

მდევარი

ქეთოს დედ-მამას ფიქრი არაფრისა ჰქონდათ. ეგონათ, მეზობლებში იქნებიან ჩვენიქალი და გამდელი და თავის დროზე მოვლენო. როდესაც დაღამდა და გამდელი ბავშვითარსად იყო, შეფიქრიანდნენ და მეზობლებში გაგზავნეს მოსაკითხავად, მაგრამ აბა რასიპოვნიდნენ, ყველგან უთხრეს, რომ დღეს არც კი გვინახავს ისინიო. მაშინ შეშინებულმადედ-მამამ ჩირაღდნებით დაუწყეს ძებნა სოფლის გარშემო. დიდხანს ეძებეს და ბოლოსთავს წაადგნენ ტყეში გამდელს, რომელიც მკვდარივით ეგდო ხის ძირას. ღამის სიგრილემდა ხმაურობამ გონში ჩააგდო გამდელი და გამოაცოცხლა. ჯერ ხეირიანად არგამორკვეულიყო, რომ შეშფოთებულმა და გაფითრებულმა მაგდანმა მიაძახა: – ქეთოსადღა არის? – გამდელმა სუსტი ხმით და შესვენებით უამბო, როგორ მოიტაცეს ლეკებმაქეთო. ამის გაგონება და მაგდანის გულის წასვლა ერთი იყო. ზურაბსაც საშინელითავზარი დაეცა, მაგრამ ვაჟკაცურად თავი შეიმაგრა, მწუხარებას სძლია და დაიძახა: –არიქა, მდევარიო!

მაშინდელს დროში ყველა ვაჟკაცს სრული თოფ-იარაღი ჰქონდა სახლში დაგამოცდილი მეომარი იყო, რადგანაც გაჭირვების დროს საქართველოს მეფე ქუდზე კაცსდაიბარებდა ხოლმე. ამიტომ ზურაბის დაძახების შემდეგ ერთი საათი არ გასულიყო, რომმისი სახლის წინ იდგა ოცამდის ვაჟკაცი, თავით ფეხებამდე შეიარაღებული... სწრაფადგამოვიდა იარაღში ჩამჯდარი ზურაბი, მიესალმა და გაუძღვა წინ.

ღამე ღრუბლიანი და ძლიერ ბნელი იყო. მას უკან, რაც ლეკებმა ქეთო გაიტაცეს,კარგა ხანმა განვლო. დაღესტნისაკენ ტყეებსა და მთებში მისდევდა მხოლოდ ვიწრობილიკები და მთაზე სიარული ბნელ ღამეში ძლიერ ძნელი იყო ხამი კაცისათვის. ქეთოსმომტაცმა ლეკებმა ისე იცოდნენ ეს ბილიკები, რომ თვალდახუჭულსაც შეეძლოთ მათზესიარული. ზურაბსა და იმის რაზმს კი აქეთ თითქმის არ ევლოთ. ამიტომ ლეკებმა მთელიღამე განუწყვეტლივ და დაუბრკოლებრივ იარეს, დიდს მანძილზე გაუსწრეს მდევარს დამოტაცებული ქეთო მეორე დღესვე გადაიყვანეს დაღესტანში. ზურაბ ქართველაძე თავისამალით იძულებული შეიქმნა ხელცარიელი და საშინლად დაღონებული უკანვედაბრუნებულიყო.

ქეთოს ნაიბი ყიდულობს

ლეკებმა პირველად ქეთო გაატარეს ერთს დიდ დაღესტნის სოფელზე, რომელიციყო აქეთ ნაპირას, კახეთის საზღვარს ახლო. ამ სოფელში ცხოვრობდა ერთი მდიდარინაიბი, რომელსაც ემორჩილებოდა მთელი დასავლეთის მხარე დაღესტანისა. მას ჰყავდაცოლად ლეკისავე ქალი, შემკული ერთსა და იმავე დროს ვაჟკაცურის გამბედაობითა დამეტად ნაზი გულით. ესენი იყვნენ დიდი ხნის ნაქორწილავნი, მაგრამ შვილი კი არჰყავდათ და, გადაწყვეტილი ჰქონდათ, ვისიმე ბავშვი ეშვილათ.

საღამო ჟამი იყო, როცა იმათ სახლის წინ ლეკებმა ქეთო გაატარეს, ნაიბი და მისიცოლი კარაპანში ისხდნენ. მათ დაინახეს მიმავალი ორი ლეკი და ერთს მათგანს შეამჩნიესზურგზე გუდა, რომლიდგანაც ბავშვის თავის და სახე სჩანდა. დაუძახეს თავისთან.ლეკები მოწიწებით მოვიდნენ და თავი დაბლა დაუკრეს, როგორც თავის ბატონს,მბრძანებელსა. ლეკებს ამბავი დაწვრილებით გამოჰკითხეს. ამათ დატუქსვისა ეშინოდათდა ამიტომ მართალი დაუმალეს, – უთხრეს, რომ ეს ბავშვი გზაზე ტყეში ვიპოვნეთ დაწამოვიყვანეთო.

პატარა ქეთო ცალკე დიდი ხნის მოგზაურობისაგან და ცალკე შიმშილისაგან ძლიერმისუსტებული იყო და ძლივსღა ახელდა თვალებს, მაგრამ ეს სისუსტე კიდევ უფროსაყვარელს ბავშვად ხდიდა მას. რა წამს ნაიბმა და მისმა ცოლმა ეს ბავშვი დაინახეს,მაშინვე გული ზედ შეუვარდათ. ნაიბის ცოლმა ჰკითხა ლეკებს: – რა მოგცეთ, რომ ესბავშვი ჩვენ დაგვითმოთო? – რა უნდა გვიბოძო, ქალბატონო, თუ გნებავთ, ფეშქაშიგახლდეთო. – ნაიბი ადგა, შევიდა სახლში. გამოუტანა ვეებერთელა ქისა, ოქროებით სავსე,და მისცა ლეკებს. ქეთო გამოართვა ლეკსა ნაიბის ცოლმა და მაშინვე გულში ჩაიკონა,ლეკებმა მადლობა გადაუხადეს და წავიდნენ.

დედობრივმა ალერსმა მალე მოასულიერა ბავშვი. მას თუმცა ყველაფერი ეუცხოვა,მაგრამ იმოდენა წვალების შემდეგ ბრიყვის ლეკების ხელში, ნაიბის ცოლის მისაყვარლებადა ზრუნვა სწორედ შვებად ეჩვენა. პირველს ხანებში მაინც ქეთო ყველაფერზეგულცივად იყო და ხშირად სტიროდა, როცა თავის დედ-მამას, სხვა შინაურებს და თავისსოფელს მოიგონებდა. მაგრამ ნაიბის ცოლი და იმისი ქმარი ისეთი სიყვარულითა,მოფერებითა და ალერსით ექცეოდნენ ქეთოს, რომ მალე დაავიწყებინეს წინანდელიყველაფერი.

ქეთო ლეკ ქალად იქცა

ბავშვი აწმდგომით ცხოვრობს. ის შეუწყვეტლივ, ყოველდღე იზრდება, სულითა დახორცით წინ მიდის, მატულობს, გრძნობს ამ თავის ზრდასა, წინსვალას და ბედნიერია ამგრძნობით. ის სრული სიხარულით შეჰხარის ცასა და დედამიწასა, ბუნებასა დაადამიანსა. რადგან ბედნიერია აწმდგომით, ბავშვი არ ფიქრობს არც წარსულზე და არცმომავალზე. ამის გამო წარსულის ნაშთი, ხსოვნა, მოგონება მის გულსა და გონებაში მალესუსტდება, მკრთალდება და თითქოს სრულიად იშლება. აწმდგომი კი სრული ძალითმოქმედებს მასზე და იჭერს წარსულის ადგილს მთლად განუყოფლად.

ქეთოსაც ეს დაემართა. ნაიბმა და მისმა ცოლმა ისე შეაყვარეს ქეთოს თავი, რომთანდათან ჩააქრეს მის სახსოვარში ღვიძლი დედ-მამის სიყვარული, მოგონება, სახე.ორი-სამი წლის შემდეგ ქეთოს თავის ნამდვილ მშობლად მიაჩნდა ნაიბი და მისი ცოლი,იმათით სცოცხლობდა, იმათით ჰხარობდა. ღვიძლი დედ-მამის კვალი თითქოს მთლადწაიშალა მის ბუნებაში. ლეკურმა ენამ ცოტ-ცოტაობით, დღითი-დღე შეასუსტა ქართულიენა ქეთოში, დაიჭირა მისი ადგილი და ჩააქრო იგი. ლეკურმა სოფელმა ვაშლოვანისსახსენებელი ამოაგდო მისი გულიდან. ქეთო დიდხანს ჰგრძნობდა მხოლოდ ერთსდანაკლისს: მაგდანის მშვენიერი ხმა, დამატკბობელი სიმღერა ქეთოს ყურს აღარასიამოვნებდა. მაგრამ ესეც დაივიწყა, თუმცა ყველაზე გვიან. ერთი სიტყვით, აწმდგომიგამეფდა ქეთოს სულში და წარსული ჯერედ მკრთალი გახადა და მერმე სრულიადგააქრო. ქართველი ქალი გადაიქცა ლეკ ქალად, კახეთის შვილი დაღესტნის შვილად.

ამ სრულ გალეკებას ქეთოსას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ნაიბმა სასტიკი ბრძანებაგასცა სოფელში: არამც და არამც არავინ გაბედოს და ქეთოს ყურს არ გააგონოს, რომნაშვილარია და არა ჩვენი ღვიძლი შვილიო.

ამაო ცდა ქეთოს მამისა

რას ფიქრობდა და რას სჩადიოდა იმ დროს ქეთოს დედ-მამა?

დიდხანს მათ არ იცოდნენ, რა უყვეს ლეკებმა ბავშვი. ზურაბს თავის ქალი უფროშუა დაღესტანში ეგულებოდა და იქ აძებნინებდა, რადგანაც მომტაცი ლეკები იქიდანიყვნენ. ამასობაში გავიდა სამი, ოთხი წელიწადი. ბოლოს ერთმა ნაცნობმა ლეკმა მოუტანაამბავი, რომ ამა და ამ ნაიბს შენი ქალი ხელში ჩაუგდია, უშვილებია და ზრდის, როგორცსაკუთარ ქალსაო. ზურაბმა შეუთვალა ნაიბს, რომ ეგ ქალი ჩემი შვილია, მოტაცებულიაჩუმად და ოღონდ დამიბრუნე უკან და რასაც მთხოვ, მომცემი ვარო. ნაიბმა შემოუთვალაპასუხად, რომ თუ თავდაპირველად მცოდნოდა, რომ ეს ბავშვი შენი ქალია, მე თვითონდაგიბრუნებდიო, მაგრამ ახლა გვიანღა არისო. მეცა და ჩემს ცოლსაც მზე ამ ბავშვზეამოგვდის, მასაც ძლიერ ვუყვარვართ, აქაურობაში გაჩვეულია, თქვენ სრულიადდავიწყებული ჰყავხართ და ამიტომ ქეთოს ვერ დაგიბრუნებ, თუნდ მთელი კახეთისსიმდიდრე კარებზე დამიგროო.

ამისთანა პასუხის შემდეგ ზურაბს შეეძლო თავისი ქალი დაეხსნა მხოლოდ ძალითან რაიმე ხერხით. დარჩენა კი ქეთოსი დაღესტანში აუტანელი იყო მათი დედ-მამისათვის,მით უმეტეს, რომ მაგდანას ქეთოს შემდეგ შვილი აღარ ეძლეოდა. ქართველაძე ბევრჯერგაემგზავრა დაღესტნისაკენ ოციოდე შეიარაღებული ვაჟკაცით ქეთოს მოსატაცებლად,მაგრამ ტყუილად. ნაიბმა კარგად იცოდა წადილი და მეცადინეობა მისი და ამიტომყოველთვის გზაში დაახვედრებდა ხოლმე ჩასაფრებულს ლეკებს იმისთანა ადგილას,სადაც ერთი ჩასაფრებული ოცსა და ორმოც ვაჟკაცს გზას შეუკრავდა. სიმრავლეცქართველების რაზმისა აძნელებდა შეუმჩნევლად მიახლოვებას ნაიბის სოფლამდე.

როცა ამ გზით ვერასფერს გახდა, ზურაბმა ხერხს მიმართა: ხმა გააგდო, რომგულიდან ამოვიღე ჩემი ქალი და აღარ მწადია მოვტაცო დედობილსა და მამობილსაო. ესხმა მივიდა ნაიბამდინაც და მან ჯერ თუმცა ეჭვის თვალით შეხედა, მაგრამ მერე კიდაიჯერა, რადგან მთელი ორი წლის განმავლობაში ქართველაძის მხრივ ჩამიჩუმიც არისმოდა. აქამდე ქეთოს დიდის სიფრთხილით უშვებდა კარში, ახლა კი მაშინდელისდროის ლეკების სხვა ქალებივით თავისუფლად დადიოდა ერთი უბნიდან მეორე უბანშითავის ნაცნობებთან. ეს ყველაფერი ზურაბმა კარგად შეიტყო ნაცნობი ლეკებისშუამავლობით და თადარიგს სხვანაირად შეუდგა.

ქეთოს მამა იტაცებს

დადგა სწორედ მეათე გაზაფხული მას უკან, რაც ქეთო მოიტაცეს ლეკებმა. ტყეხშირად იყო შეფოთლილი და აადვილებდა შეუმჩნევლად მოსვლას ნაიბის სოფლამდე.ზურაბმა იხმო ერთი იქაური ლეკი, დიდი ხნის ნაცნობი და პურმარილით დავალებული,გაიმძღვარა წინ და თან წაიყვანა მხოლოდ ათი შეიარაღებული ვაჟკაცი. მთელი მანძილიისე ფრთხილად გაიარეს, რომ ერთი ლეკი არ დახვედრიათ გზაზე. მეორე დღეს საღამოჟამზე მივიდნენ ნაიბის სოფლის პირად და ტყეში მოხერხებულ ადგილას დაბინავდნენ.ლეკი ჩუმად წავიდა იმ ღამეს თავის სახლში, ყველაფერი გაიგო და დილა სისხამზემეტად საამო ამბავი მოუტანა: ქეთო თურმე ყოველ დილით ტყისპირად აივლიდა ხოლმეერთის თავისი მეგობარი ქალის სანახავად. ეს ქალი იყო შვილი წინანდელი მოხუცებულინაიბისა, რომელიც ამას წინათ გარდაცვლილიყო. ყმაწვილი ქალი ძლიერ მწუხარე იყომამაზე და ამიტომ ქეთო ყოველდღე დადიოდა იმის სანუგეშებლად.

ამოვიდა თუ არა მზე, ზურაბ ქართველაძე მივიდა გზის პირად, ამოეფარა ხეებისჯგუფსა და დაიწყო ცქერა იქითკენ, საიდანაც უნდა ქეთოს გამოევლო. ქართველაძიდპირდაპირ გზის იქით ამართული იყო დიდი სერი, რომელიც იმ სოფელს ჰყოფდა ორად,ქვემო და ზემო უბნად. ქეთოს ქვემო უბნიდან უნდა ამოევლო და ასულიყო ზემო უბანში.ლოდინში კარგა ხანმა გაიარა. ასე, რომ ზურაბმა იფიქრა, ვაითუ დღეს ქეთო სულაც არფიქრობდეს ზემო უბანში ასვლასაო. მაგრამ აგერ შორს გამოჩნდა ქალი, ახლადშეღერებული, თამამად მომავალი და ლეკურად ჩაცმული... ზურაბი თვალებად გადაიქცადა გულის ცემამ მოუმატა. ქალი თანდათან მოახლოვდა და ზურაბი ისე შეაცქერდა,თითქო თავისი მშიერი თვალით მისი შეჭმა უნდაო. ქეთოს ცოტა იერი შესცვლოდა,გაზრდილიყო ბევრად დიდი თავის ხანზე, მაგრამ ფერი და პირისახე სულპატარაობისავე, უწინდებური შერჩენოდა. მამის გული უზომო სიხარულით აივსო, როცათავისი ქეთო ისევ ქართველ ქალად შეიცნო. ქეთომ მიატანა იმ ხეებს, რომელთაც ზურაბიამოჰფარებოდა. ამან იდროვა და წინ გადაუდგა ფრთხილად, რომ არ შეეშინებინა. ქეთოშეკრთა, დაფრთხა და შველივით განზე გახტა.

– ნუ გეშინიან, შვილო, შენი მამა ვარ, მოვედი აქა, რომ დედასთან წაგიყვანო,წავიდეთ შინა, - უთხრა ზურაბმა ტკბილი მამობრივი ხმით. ქეთო შიშით უსმენდაუცნაურ სიტყვებს და ვერ გაეგო, რა უნდოდა მისგან ამ უცხო კაცსა. ზურაბმა იფიქრა, თულაპარაკში დრო დავკარგეო, ვინმე მოგვასწრებს და საქმე წახდებაო; ამიტომ სწრაფადმივიდა ქეთოსთან, ფრთხილად დაავლო ხელი და გაიტაცა ტყისკენ. ქეთომ შექმნასაშინელი წივილ-კივილი, მაგრამ ვისი იყო ან საიდან მოდიოდა, პირველ ხანებში ვერშეიტყვეს. სოფელი შეჩოჩქოლდა და რამდენიმე კაცი წავიდა ნაიბთან. ის სხვაგან იყო დაამიტომ დროზე ვერ შეატყობინეს. როცა უთხრეს ეს ამბავი, საშინლად შესწუხდა დასთქვა: უთუოდ ქალი მომტაცა ქართველაძემაო და მდევარი დაიბარა. ფიცხლავ შეიკრიბაოცდაათი შეიარაღებული ვაჟკაცი. ვაშლოვანისაკენ სამი გზა მიდიოდა. მდევარნი ნაიბმასამად გაჰყო. ათი ვაჟკაცი გაგზავნა ერთ გზაზე, ათი მეორეზე და ათიც თვითონ გაიდევნამესამე გზაზე. სამივე რიგმა მდევარმა თითქმის ვაშლოვნამდე უწია, მაგრამ ზურაბის დაქეთოს კვალი ვერ მიაგნეს; ისინი თითქოს მიწაში ჩაძვრნენ და გაჰქრნენ. საქმე ის იყო, რომზურაბმა თავისი ქალი ვაშლოვანისაკენ როდი წაიყვანა, რადგანაც იცოდა კარგად, რომმდევარი აქეთკენ დაედევნებოდა. ის დაადგა ჩრდილოეთის გზასა, რომელიც კახეთისზემო სოფლებისაკენ მიდიოდა. შორს მოვლა არჩია, რომ შინ მშვიდობით მისულიყო,მაგრამ ვაი ამ მშვიდობასა.

ქეთო საშინლად იტანჯება

რომ პირველ ხანებში ქეთო ვერც იცნობდა თავის მამასა და მწუხარე იქნებოდა, ამისფიქრი ჰქონდა ზურაბსა. ხოლო ამასთან დარწმუნებული იყო, რომ ქეთო მალე მოვიდოდაგონსა, იცნობდა ჯერ თავის მამასა, მერე დედასა. თავის ბავშვობა მოაგონდებოდა დამოიმხიარულებდა, მაგრამ საშინლად მოსტყუვდა. ქეთოს მწუხარებას მთელისმოგზაურობის დროს საზღვარი არა ჰქონდა. მას განუწყვეტლივ ღაპაღუპით სდიოდაცრემლები თვალებიდან და ისე ოხრავდა, თითქოს ლამობს, გულ-ღვიძლი თანამოატანოსო. მამა საშინლად იტანჯებოდა თავისი ქალის ამისთანა მდგომარეობით;სცდილობდა, როგორმე გაექარვებინა მისი ნაღველი, მაგრამ ტყუილად. ყოველი მისიალერსი ქეთოს მწუხარებას უფრო უმატებდა. ის უყურებდა ზურაბს, როგორც თავისმოსისხლე მტერს, რომელმაც მოაშორა საყვარელს დედ-მამას, სანატრელს სამშობლოს დასადღაც მიჰყავს ტყვედ. ამიტომ ყოველი მისი ტკბილი სიტყვა და თანაგრძნობალახვარივით ესობოდა გულში. ზურაბს ისღა ანუგეშებდა, რომ ეგება შინ მისვლამმოიყვანოს ქეთო გონსა, იცნოს დედა, თავის კარმიდამო, სოფელი და ჩვენსკენ მოიბრუნოსგულიო.

ამ აზრით იყო ზურაბი დაიმედებული, როცა თავისი სახლის კარები შეაღო,შეიყვანა სიგ ქეთო და თავის ცოლს მხიარულად უთხრა: - აი, მაგდან, მოგიყვანე შენიქეთო.

სიხარულისაგან გატაცებული მაგდანი გაექანა შვილისაკენ, მაგრამ სიმხიარულესიმწუხარედ გადაექცა, როცა დააცქერდა თავისი შვილის სახეს, რომელზედაცგამოუთქმელი ტანჯვა იხატებოდა. მაგდანმა მხიარულად ჩაიკრა გულში ქეთო, უნდოდაგაექარვებინა მისი მწუხარება, მაგრამ ამაოდ. ქეთო ყინულივით ცივად, ქვასავითუგრძნობლად იყო და არავითარი გავლენა არ იქონია მასზე მაგდანის მხურვალედედობრივმა მიგებებამ და ალერსმა. არა, იქონია, მაგრამ სრულიად წინააღმდეგიმოსალოდნელისა. მაგდანის ალერსმა ცოცხლად თვალწინ წარმოუდგინა ქეთოს მისიდედობილის, ნაიბის ცოლის სახე და ალერსი, ვარამი უფრო კიდევ გაუძლიერდა დამდუღარე ცრემლის ნაკადული გადმოსკდა თვალებიდან.

– შენი მშობელი დედა ვარ, შვილო! ესეც შენი ღვიძლი მამაა, - ეუბნებოდა მაგდანიქეთოსა... აი სახლი, რომელშიაც შენ დაიბადე და დაცუნცულებდი პატარაობის დროსა, აიშენი პატარა აკვანი, რომელშიაც იწექი, აი შენი საყვარელი ბაღჩა, რომელშიაც დილიდანსაღამომდე იჯექი, - მაგრამ ქეთოს აქაურობისთვის არც თვალი ჰქონდა და არც ყური. მისიგრძნობა და გონება მთლად, განუწყვეტლივ შეპყრობილი იყო უღრმესი დარდითა დავარამითა. მაგდანი მაინც იმედს არ ჰკარგავდა, რომ ქეთო დღეს, თუ ხვალ მოიგონებდათავის პატარაობას, იცნობდა მშობლებს და დაუბრუნდებოდა მათ.

გავიდა რამდენიმე კვირა და ეს იმდეი დედ-მამას არ აუსრულდა. ქეთო თითქმისარას სჭამდა, სმითაც ცოტას სვამდა, ღრმად ოხრავდა, ხშირად სტიროდა და ღამითაცძილი, მოსვენება არა ჰქონდა. ჩამოხმა, გაყვითლდა და მომაკვდავს დაემსგავსა. ის იჯდატახტზე ჩუმად, უმეტეს ნაწილად თვალებდახუჭული და მისი გონება ფრინავდა იქ,დაღესტანში, ნაიბთან და იმის ცოლთან, თავის ტოლ-ამხანაგებთან და იქაურ სოფელთან.რაც გარშემო ერტყა, ყველა ეუცხოვებოდა, ყველას ითვალისწუნებდა, ყველა თავისმტრად მიაჩნდა, ყველა ეჯავრებოდა, სძულდა. ბევრგვარი ხერხი იხმარეს, რომმოეგონებინათ როგორმე პატარაობა. დედამ რამდენჯერმე მიიყვანა ტყეში სწორედ იმადგილას, სადაც მოიტაცეს, მიიყვანა საღამოს იმ ჟამს, როდესაც მოიტაცეს, მიიყვანესწყაროს თავზე, სადაც ქეთო ხშირად იჯდა ხოლმე თავის გამდელთან და უყურებდა, როცასოფლის დედაკაცები კოკებს ავსებდნენ, იკიდებდნენ მხარზე და მიჰქონდათ; აჩვენამეზობლის ქალები, ქეთოს ტოლები, რომლებთანაც პატარაობისას ის ხშირად თამაშობდა;დაიბარა მისი გამდელი სხვა სოფლიდან, რომ ეგები ის მაინც ეცნო, აჩვენა მისიდედოფლები, რომელიც ყუთში მთლად შენახული ჰქონდა, რამდენჯერმე მიაქცია ქეთოსყურადღება ეკლესიის ზარის რეკასა, რომელსაც პატარაობისას ქეთო ტაშის კვრასაყოლებდა, მაგრამ ვერც ერთმა ღონემ ვერ გასჭრა.

დედ-მამამ ქეთოს შუკერა ისეთი მშვენიერი ქართული ტანისამოსი, რომ ყველაყმაწვილს ქალს თვალი ზედ დარჩებოდა, მაგრამ ქეთომ ახლოც არ მიიკარა და კიდევუფრო შეიყვარა ამის შემდეგ თავისი ლეკური ტანისამოსი...

ბოლოს ერთმა მეზობელმა უთხრა მაგდანასა: ქეთო შენ ძლიერ გგავს, სულპირავარდნილი დედაა. დადექ თქვენი დიდი სარკის წინ და დაიყენე გვერდით ქეთო. ისჩაიხედავს სარკეში, შეადარებს ორს სახესა, თავისსა და შენს სახეში დიდს მსგავსებასნახავს და იქნებ მაშინ გეშველოთო. მაგდანამ ესეც სცადა, მაგრამ ამან ქეთო უფრო გააოცა,როგორც უცნაურმა ქცევამ მაგდანისამ. სახეებს ხეირიანადაც არ შეხედა და მსგავსებას ხომსრულიად ვერ შეაჩნევდა.

ყმაწვილი ქალი დედ-მამას ხელიდან ეცლებოდა, უავადმყოფოდ ჭკნებოდა,დნებოდა და სიკვდილამდე პატარა მანძილიღა ედო.

- არა, მე ვეღარ ვუცქერ ამ ბავშვის ამდენ ტანჯვასა და წვალებასა, თუ რამდენსამედღის განმავლობაში პირი ჩვენსკენ არ იბრუნა, შევსვამ ცხენზე და ჩემის ხელით ავუყვანნაიბსა და იმის ცოლსა. ეტყობა, ღირსეული ადამიანები ყოფილან, რომ აგრეშეუყვარებიათ თავი ჩემი ღვიძლი შვილისათვის, - უთხრა ზურაბმა თავის ცოლსმაგდანსა.

ხოლო მაგდანი ესე ადვილად ვერ დასთმობდა ქეთოსა და მზად იყო თავის ახლოდაემარხა თავისი ერთადერთი შვილი, ვიდრე გაეგზავნა ხელმეორედ და სამუდამოდდაღესტანში.

იავნანამ რა ჰქმნა?

ამასობაში გავიდა აპრილი და დადგა მშვენიერი მაისი. პირველსავე რიცხვშიზაფხულურად მოიღრუბლა და გაჩნდა ჭექა-ქუხილი. საღამომდე იდინა ხშირმა დაგამაცოცხლებელმა წვიმამ. საღამოზე კი ისე მოიწმინდა ცა, რომ ერთი ნაფლეთიღრუბელიც არსად იყო, კამარა მთლად ბრწყინვალე ვარსკვლავებით მოიჭედა.დატრიალდა მეტად შეზავებული ჰაერი. უთუოდ ეს იყო მიზეზი, რომ ქეთოს იმ ღამესმშვიდობიანად ეძინა. მეორე დღეს ადგა ცოტა მოღონიერებული.

შეუდარებელი დილა იყო: არე-მარეს კაშკაშა მზისაგან თავს დასდგომოდა მთელიშადრევანი ბრწყინვალე სინათლისა და ამ სინათლეს მცენარეებზე ათასფრადაებრჭყვიალებინა დილის ნამი. ტყე სავსე იყო ფრინველების გამაცოცხლებელიჟივილ-ხივილით. ქართველაძიანთ ბაღში ვარდის კოკრები საამურად გადაშლილიყო დაგარშემო მოეფინა გულწარმტაცი სურნელება. ამ ვარდების მახლობლად ტკბილადდასძახოდა ბულბული, რომელიც იქვე ხეზე მოთავსებულიყო. ბუნება ხარობდა,დღესასწაულობდა, თითქოს ათას ბედნიერს ქორწილს ერთად იხდისო. ბუნებაშეუდარებელი მკურნალია კაცის ვარამისა და დარდისა. შვება მისცა მან ქეთოს ნაღვლიანგულსაცა და სახეზე მას აშკარად დაეტყო შემცირება იმ საშინელის მწუხარებისა,რომელიც აქამდე მაჯლაჯუნასავით აწვა მის გულსა და გონებას და ნებას არ აძლევდა,გარემოცულ ცხოვრებაზე დაფიქრებულიყო. ამასთან ქეთომ პირველად დაიწყო ფიქრიიმაზე, რისთვის და რად მიჩვენებენ ამდენ სიყვარულსა უცხო ადამიანები და რადასწუხან ჩემს მწუხარებაზედაო.

დედამ ადვილად შეამჩნია ქეთოს ეს სანუგეშო ცვლილება და იმედი მიეცა. ცალკეამ იმედმა და ცალკე მშვენიერმა დილამ კარგ გუნებაზე მოიყვანა მაგდანი და მანსრულიად უნებურად, თავისთვის დაიწყო ღიღინი იავნანისა. რაც ქეთო დაჰკარგა, მასშემდეგ მაგდანის სიმღერის ხმა აღარავის გაუგონია. ეს პირველი სიმღერა იყო ათის წლისდუმილის შემდეგ. მაგდანი ფანჯარასთან იჯდა, ქეთო იყო მოთავსებული პატარა ტახტზეოთახის კუთხეში. იავნანას მაგდანი ჯერ დაბლა ხმით, ღიღინით ამბობდა, მერმე კითავისი ხმის სიმშვენიერემ გაიტაცა და თავისებურად დამღერა, მაღლა ასწია. პატარა ხანსუკან ისე, უნებლიეთ, გაიხედა ქეთოსაკენ და გაოცდა: ქეთოს აშკარად ეტყობოდა სახეზეაღელვება. ცხადი იყო, რომ რაღაცას იგონებდა და ვერ კი მოეგონებინა გარკვევით. მისიბუნების სიღრმეში დიდი ხნის დამარხული ხსოვნა იღვიძებდა, მაგრამ ვერ კი გამოეღვიძა.გონების ძირიდან, რაღაც სანატრელი მოგონება აპირებდა ამოხეთქვასა, მაგრამ ზევიდანკეცკეცად აწვნენ სხვა წარმოდგენანი და უშლიდნენ მაღლა ამოსვლასა. მაგდანმა ესკარგად შეამჩნია და თავის ხმას მისცა საოცარი მეტყველება და მიმზიდველობა. უწინაგვარი სიმღერითა და ამავე ხმით ყოველდღე უტკბობდა მაგდანი თავის ქეთოსსიპატარავის დღეებსა. მაგდანის ხმამ უწია ქეთოს ბუნების სიღრმემდის, შესძრა ისძირიანად და გააცოცხლა იქ დამარხული ბავშვობის ნაშთნი, საგონებელნი. მაგდანი თანხმას აძლევდა მომხიბლავს ძალას და თან ქეთოს შესცქეროდა უსაზღვრო დედობრივისიყვარულით. ქეთოც თითქმის სჭამდა თვალით დედის პირისახესა და მღელვარებითცდილობდა, ამ სახეზედ ამოეკითხა რაღაც დიდი საიდუმლო და კიდეც ამოიკითხა.ქეთოს აღელვებული სახე თანდათან დაწყნარდა და პირისახიდან მთლად გადაეყარაშავი ღრუბელი, განსაზღვრული სხივის ნათელი მოეფინა სახეზე და სიხარულის სხივმადაუწყო მასზე ელვარება. უცებ წამოვარდა ქეთო ტახტიდან, დაიძახა სანატრელი ხმით„დედავ!“ მსწარფლ მივარდა მაგდანთან, მოეხვია ორივე ხელით და მხურვალედ დაუწყოკოცნა. დედასა და შვილს თქრიალით მოსდიოდათ ცრემლი, მაგრამ ეს ცრემლი იყოსიხარულისა, შვებისა, ლხენისა.

პატარა ხანს უკან ზურაბმაც შემოაღო კარები, ქეთო განთავისუფლდა დედისხვევნიდან, მიეგება შემოშულს, დაიძახა: „მამა!“ და მოეხვია.

შემდეგ დაბრუნდა დედასთან, წაავლო ხელი, გაიყვანა მეორე ოთახში, დაიყენათავის გვერდით დიდი სარკის წინ, სიყვარულით გადაავლო თვალი, მაგრამ რაღაც აზრიშეეშალა. სწრაფად მოშორდა სარკესა, შეირბინა მეორე ოთახში, გააღო ყუთი, ამოიღოთავისი ახალი ქართული ტანისამოსი და ლეკურის მაგივრად ჩაიცვა. შემდეგ ისევმიიყვანა გაოცებული დედა სარკესთან. დაუდგა გვერდით, შეადარა სახეები, ააშკარადდაინახა, რამდენად ჰგავდა დედას, მიუბრუნდა მას, ჩამოიკიდა ყელზე და ხელახლადდაუწყო კოცნა. უწინ ამისთანავე ქმედებამ მაგდანისამ გააოცა, ახლა კი იგივე მოქმედებათვითონ ჩაიდინა. მერე დედას აახდევინა დედოფლების ყუთი და სიყვარულითმიეალერსა თავის უწინდელს მეგობრებსა.

ერთმა მოგონებამ მეორე გამოიწვია, მეორემ მესამე, მესამემ მეოთხე და ქეთოსსარკესავით გადაეშალა თვალწინ თავისი სანატრელი სიპატარავის დრო. აქამდის ისდაჰყავდა დედას აქეთ-იქით ძალაუნებურად, ახლა კი თვითონ ქეთო მოსვენებას აღარაძლევდა დედასა და მიჰყავდა ხან ბაღჩაში, ხან წყაროს თავზე, ხან ტყეში და სოფლისარე-მარე სულ შემოიარა. მოიგონა ქართული ენაც. თუმცა სიტყვები ბლომად აკლდა.ლაპარაკის დროს ჩერდებოდა ან ლეკურს სიტყვებს ურევდა და ამ დროს დედა ქართულსსიტყვებს ასწვალიდა.

აღმოჩნდა, რომ პირველის წლების ჩაბეჭდილებანი და ჩასახულებანი კი არგამქრალიყვნენ და არ წაშლილიყვნენ ქეთოს გონებაში, თურმე ღრმად ეძინათ,დამარხულნი იყვნენ მისი სახსოვრის სიღრმეში, ძირში, როგორც მცენარის თესლიადამარხული მიწაში, და ზევიდან მათ ეფარებათ მთელი ათის წლის ნანახი და ნაცადიდაღესტანშიყოფნის დროსა. ამ ჩასახულებათა დაძვრა და გამოღვიძება შეეძლო მხოლოდრომელსამე ძლიერსა და ღრმა ჩაბეჭდილებას, სწორედ ისე, როგორც მცენარის თესლსზევით ამოიყვანს ხოლმე გამაცოცხლებელი მზის სითბო – სინათლე. ამისთანა მზეებრივიჩაბეჭდილების მოხდენა ქეთოს გონებაში შესძლო მხოლოდ სამშობლო ხმამ, საბავშვოსიმღერამ „იავნანამ“, რომელიც ყველაზე უფრო ღრმად ჰქონდა ქეთოს ძვალსა და რბილშიგამჯდარი.

ყოველი ვაშლოვნელი, დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, გახარებული იყო ქეთოსგონზე მოსვლით, მოდიოდნენ და ულოცავდნენ მაგდანსა და მის ქმარსა და შეჰხაროდნენქეთოსა. ქართველაძის სახლში ტრიალებდა იმისთანა დიდი სიხარული, რომელსაცქრისტეს დროს გამოივლიდნენ ხოლმე ისინი, ვისაც მაცხოვარი მომაკვდავს მოურჩენდა,ან მკვდარს აღუდგენდა. ამ ძლიერს სიმხიარულეს სწორედ შეფეროდა და ბანს აძლევდახშირი სიმღერა მაგდანისა. როგორც დიდხანს უწყალოდ ტოფილი შველი ხარბად ეწაფებაწმინდა წყალსა და გაძღომა მალე არ ეკიდება, ისე ქეთო, მთელს ათს წელიწადსმოკლებული თავის უსაყვარლეს სიამოვნებას, გაუმაძღრად ეწაფებოდა დედის სიმღერასდა მაგდანს მოსვენებას არ აძლევდა. ერთს ხმას რომ გაათავებდა მაგდანი, ახლა მეორესათქმევინებდა, მერე მესამეს, მეოთხეს. ხშირად მაგდანი ეტყოდა ხოლმე: გენაცვა, შვილო,ცოტა დამასვენე, თორემ არაქათი აღარა მაქვსო. მაგრამ ქეთომ უებარი წამალი იცოდა ამდაღალულობისა: მხურვალე ხვევნა და კოცნა დედისა. ქეთო თანა სტკბებოდა დედისმშვენიერი სიმღერით და თან თვითონაც სწავლობდა სიმღერას.

ქეთო და მისი დედობილ-მამობილი

ერთხელ, როდესაც ქეთომ გული იჯერა ახალი ცხოვრებით, ჰკითხა თავის დედასა: - დედილო, გენაცვა, არ შეიძლება, რომ დაღსტანში მოკითვა ვისიმე პირით შევთვალო?

მაგდანს ეს სიტყვა არ ესიამოვნა და შეკრთა.

- ფიქრი ნუ გაქვს, დედა! – შვილებრივი სიყვარულით უთხრა ქეთომ, - შენ და მამაჩემიმიყვარხართ, როგორც ღვიძლი მშობელნი, იმათ კი პატივსა ვცემ, როგორც ჩემს მოამაგეთადა ჩემს აღმზრდელთ. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, ვინ იცის, ვის ხელში ჩავვარდნილიყავდა რა მომსვლოდა. მოკითხვა შეუთვალეს ნაიბსა და მის ცოლს საგანგებოდ გაგზავნილიკაცების პირით და ძღვნადაც გაუგზავნეს ჩინებული კახური ღვინო, რომელსაცმაშინდელი ლეკები კახელებზე ნაკლებად არ ეწყობოდნენ.

ზაფხული გადიოდა, დედა ატყობდა, რომ ქეთოს ძლიერ უნდოდა ნახვა თავისიდედობილ-მამობილისა, მაგრამ კი არ ამბობდა ამასა. ერთხელ მაგდანმა უთხრა ქეთოსა: -იცი, ჩემო კარგო, რა აზრი მომივიდა? ეხლა რჩველი ახლოვდება, დაღესტანში ვენახები არარის და რჩველი იქ არ იცის. მოდი, რთველში მოვიწვიოთ შენი დედობილ-მამობილი დავასიამოვნოთ; სიკეთეს გადახდა უნდა. – მადლობის ნიშნად ქეთო დედას მხურვალედგადაეხვია.

ნაიბსა და იმის ცოლს ძლიერ უნდოდათ ქეთოს ნახვა. ამიტომ რთველში მოწვევამგაახარა და დანიშნულს დროზე ეწვივნენ თავისი შვილობისლის დედ-მამასა. დედ-მამისნება-დართვით ქეთო თავის დედობილ-მამობილს ლეკური ტანისამოსით მიეგება. ქეთოსსიხარულს საზღვარი არა ჰქონდა, რადგანაც ერთად ხედავდა ოთხს ძვირფას თავისიანს,რომელნიც გულით და სულით უყვარდა.

ზურაბი და ნაიბი დამეგობრდნენ, მაგდანამაც გულით შეიყვარა ნაიბის ცოლი დაამიტომ ყოველ შემოდგომაზე მათი რთველში მოწვევა წესად დასდეს. ეს წესი არშეცვლილა მას უკანაც, როცა რამდენიმე წლის შემდეგ ქეთო გათხოვდა დედისსამშობლოში და ჯვარი დაიწერა ერთს ღირსეულ ქართველს ვაჟკაცზე, ყოველენკენისთვეში ქართველაძეს ქართლიდან ეწვეოდნენ ხოლმე ქალი და სიძე, დაღესტნიდანნაიბი თავისი ცოლითა და ამალით. არა გვგონია, რომ ვისმე თავის სიცოცხლეში რთველიისე სიამოვნებით და ბედნიერებით გაეტარებინოს, როგორც ატარებდა ქეთო.

ქეთოს ბედნიერება

მაგრამ განა მარტო რთველობის დროს იყო ქეთო შვებით და ლხენით? არა, სხვადროსაც.

ბრძენნი ამბობდნენ და ამბობენ, რომ საუკეთესო წყარო ადამიანისბედნიერებისათვის მოსიყვარულე გულიაო. ძლიერი, წმინდა სიყვარული, მოყვასისადმითვით მოსიყვარულესაც უტკბობს სიცოცხლესა და მოყვასსაცაო. სიმდიდრეც შეიძლებაადვილად დაჰკარგოს ადამიანმა, სიმდიდრესა და სილამაზესაც მოაკლდეს, ნათესავებიცშეიძლება უდროოდ დაიმარხოს, მაგრამ მოსიყვარულე გული კი ათბობს და ანათებს მისსიცოცხლეს თვით სამარის კარამდისაო.

ქეთოს დედისაგან დაჰყვა მეტად მოსიყვარულე გული და ამ გულს ძლიერ მოუხდაიშვიათი მისი თავგადასავალი. ამ თავგადასავალმა ძლიერნი მოძრაობანი გამოაცდევინაქეთოს გულსა და ავარჯიშა იგი. ღრმა გრძნობანი გულისა ჯერ დედ-მამის სიყვარულზეაღიზარდნენ, მერე ძლიერ ჯავრზე, რომელიც გამოაცდევინა მას მოტაცებამ ლეკების მიერ,შემდეგ დედობილ-მამობილის სიყვარულზე, მასუკან ფრიად ღრმასა და ხანგრძლივსნაღველზე, რომელიც მოჰყვა მამისაგან მოტაცებასა, მას შემდეგ სიყვარული ღვიძლისდედ-მამისა და დედობილ-მამობილისა ერთად შეერთდა ქეთოს გულში, ბოლოს ამასდაემატა ღირსეული ქმრისა და შვილების სიყვარული და ამ სახით ქეთოს გულიგახდადაუშრობელი წყარო კაცთმოყვარეობისა, გაუქრობელი ლამპარი სიყვარულისამოყვასისადმი. ქეთოს, გამომცდელს ცხოვრებაში დიდი ნაღველისაცა და სიხარულისაც,ყოველთვის და ყოველგან ჰქონდა ტკბილი ალერსი ყველა ბავშვისათვის, ცრემლიუბედურთათვის, ნუგეში დაჩაგრულთათვის, შემწეობა გაჭირვებულთათვის, მოწყალებაგლახაკთათვის. მას თავისიანად მიაჩნდა ქართველებიცა და ლეკებიც, საქართველოც დადაღესტანიც. და რადგან სიყვარული შობს სიყვარულსა, ამიტომ ქართველები და ლეკებითითქოს ეჯიბრებოდნენ ერთმანეთსა, ვინ უფრო მეტს პატივისცემას, მეტს ხათრსა დამეტს სიყვარულს უჩვენებდა ქეთოს. ქეთო, თავისი მოსიყვარულე გულით, გარშემოჰფენდა ლხენასა და შვებასა, როგორც ვარდის აყვავებული ბუჩქი ჰფენს თავის გარშემოსაამურს სურნელებასა და როგორც ამ ბუჩქს ყველა შეჰხარის, ყველას უყვარს, ისე ყველაშეჰხაროდა და ყველას უყვარდა ქეთო, რომელიც ერთსა და იმავე დროს სტკბებოდათავისი სიყვარულით მოყვასისადმი და მოყვასთა სიყვარულით თავისადმი. უკეთესიღაბედნიერება განა იქნება ამ ქვეყანაზე?


ღმერთმა თქვენს გულშიაც აღზარდოს, ჩემო ყმაწვილნო მკითხველნო, მოყვასთაჩაუქრობელი სიყვარული, გაგაძღოთ მათი სიყავრულით თქვენდამი და ქეთოსავითბედნიერად გაცოცხლოთ დიდხანს...

თინას ლეკური


I


გიორგობის თვეა, გიორგობა დღე. საშინლად ცივა; თუმცა ჯერ ზამთარი არ დამდგარა, მაგრამ მისი წინამორბედი რთვილით მთლად გადაპენტილა მთელი სოფელი ზედაშენი.

სუსხი ძვალსა და რბილში უვარდება კაცს და სიცივით ჰკუნტავს, ხელებს უბეში აყოფინებს და ჩვეულებრივ ქართულ მძიმე ნაბიჯს აჩქარებინებს.

ყოველი ბინიდგან ძლიერი კომლი ამოდის, დიდი და პატარა ცეცხლს აჩაღებს, რომ მისის სხივით მაინც ინუგეშოს გაბუტულ პატარძალივით ღრუბლებში მიმალულ მზის გამოჯავრებული.

მთელ სოფელში მარტო თინას კერაა გაცივებული, მარტო მისი შვილიშვილები სიცივისაგან გალურჯებულნი სხედან ცივ კერასთან და ძველ ნაგლეჯ საბანში გახვეულნი მშიერი მგლის ლეკვებივით ყმუიან: “დიდედო, ცივა, ცივა! დიდედო, გვშია, გვშია!..”

რა ჰქნას საწყალმა თინამ, რა უშველოს, საიდგან გააჩინოს ან ცეცხლი და ან ლუკმა? ვის მიმართოს, ვის სთხოვოს ნუგეში! გაუჭირა საქმე მეზობლებს ჩინჩხერის თხოვნით, სხვის კარ-მიდამოზე ნაფოტის კრეფით; ვენახების ღობეზე ფიჩხის მტვრევისთვის ხომ არა ერთხელ იყო ნალანძღ-ნათრევი! სხვის ვენახიდგან ჩუმად სარების გამოტანა ხომ მძიმე ცოდვად ადევს თინას კისერზე.

აი ორიოდე ჩანახი ფქვილი კიდევ უყრია გოდრის ძირში, მაგრამ რითი გამოაცხოს? აგერ დღენახევარია თვალი უჭირავს, რომ ეგებ მეზობლებმა თონე გაახუროს ვინმემ, რომ გაციებულ თონეზე ლავაშები მაინც მიუკრას ბალღებს, მაგრამ სად არის? ყველამ სადღესასწაულოდ ადრე დაიმზადა ნამცხვარი და ახლა არხეინად სხედან.

-
ნეტა ღონე მაინც მქონდეს, რომ აი გაღმა ჭალაში გავიდე, გამხმარი ჩირგვები, ძეძვები მივჩეხ-მოვჩეხო და სული როგორმე მოვიბრუნო, - ტუტუნებს საწყალი თინა, მაგრამ ეს წყეული გულის კანკალი მკლავს, მუხლებს მიდუნებს, კლავები სულ ძირსა მცვივა; ბევრჯერ ისე შემიხუთავს გულს, ისე წამიჭერს ყელში, რომ აჰა, გავთავდი დედაკაცი და ეს არის! ამ მწუხარებამ ხომ სულ ერთიან ძალა გამომაცალა: “ოხ, წყეული იყავ და შეჩვენებული, ჩემო რძალო, რომ უნამუსობამ წაგძლია, გათხოვდი და ეს უსუსური ბავშვები მე, უსუსურს და ცოცხალ-მკვდარ დედაკაცს მომიყარე!”

-
ბები, პური, ერთიბეწო პური! - გაიძახოდნენ დამშეული ბავშვები.

-
რა ვქნა, რომელ წყალში გადავვარდე? - უნუგეშოდ გადმოყარა ცრემლები თინამ და თან დაუმატა: - ერთი ბატონიანთამდინაც ვეღარ ავედი, რომ ხელი გამენძრია, გამეკეთებინა რამე. დღეს ბატონის დღეობაა, მრავალ სტუმრებს თურმე მოელიან. ერთ-ორ გროშს მაინც ვიშოვიდი, ორიოდე ღერ შეშას მაინც გამოვთხოვდი! მაგრამ იმ მაღლობზე როგორ ავიდე, როგორ ავატანო ამ გულის კანკალის გადამკიდე.

-
ბები, პური, ერთიბეწო პური! - საცოდავად იღმიჭებოდნენ ბავშვები.

-
ოხ, ღმერთო, შენ მიიბარე ჩემი ცოდვილი სული და ამ საცოდაობას მომარჩინე! - ისეთი სასოებით და სასოწარკვეთილებით შეჰვედრა თინამ მაცხოვარს, რომ ბავშვებმაც კი იგრძნეს იმ ვაების ძლიერება და ტირილს უფრო მოუმატეს: “რათა, ბები, რათა? ჩვენ რაღა გვეშველება, ჩვენ ვიღა გვაჭმევს ლუკმას! ..”

უცებ დუდუკის ხმა მოისმა შორიახლო მდგომ ბატონის სახლიდგან და მისმა მხიარულმა, ეშხით სავსე წკრიალმა ქაჯის ხარხარივით გაირბინა ამ უბედურთა სადგურში და თითქო მწარის დაცინვით ხმა მისცა მის დამშეულ მცხოვრებთა ტირილს.

თინას ამ ხმაზე თითქო რაღაც გაახსენდა, იმის ათასად დაღარულ, გაყვითლებულ პირისახეზე ღიმილმა გადაირბინა; მის ნუგეშდაკარგულ გულში რაღაც იმედმა გაახილა თვალი და წამს წინათ დავრდომილი და მკვნესავი ფეხზე ააყენა.

თინამ პირი დაიბანა, თავზე სუფთა, ათასის საკერებლით დაკონკილი თეთრი ჯალაშის ლეჩაქი მოიხვია, ფეხებზე სუფთა ღაზლის წინდები ჩაიცვა, ფოსტლების ნაგლეჯში ფეხები წაჰყო და დუდუკის ხმისაკენ გაეშურა.

ბატონიანთ სახლი კარგა მაღლობ სერზე იდგა და თინა თავისის გულის ავადმყოფობის მიზეზით დიდის ვაგლახით და გაჭირვებით მიაბიჯებდა, მაგრამ მის თვალწინ მის გონებას ისეთი საოცნებო, ისეთი ფერად-ფერადი ზოლებით მოქარგული სურათი ეხატებოდა, რომ თავის გაქანებულ ქშენას, ყელში მობჯენილ სულს ყურს აღარ უგდებდა და მხოლოდ მოგონებით გამოწვეულ სიტკბოებაში იფლოდა.

მის სამოცი წლის მოწყალებით დაბინდებულ თვალებში თითქო ცეცხლიც კი აინთო, მის მიწისფრად ქცეულ პირისახეს ალისფერმა გადაჰკრა, უკბილობით ჩავარდნილი მოკუმული ტუჩები ოდნავ გაეღო და ზედ ნეტარების ღიმილი დაჰხაროდა: “ნეტა იმ დღეს! - გულის სიღრმიდგან ოხვრიდა საწყალი თინა, - სწორედ ორმოცი წელიწადია მას აქეთ, ისე მახსოვს, როგორც გუშინდელი დღე და ან როგორ უნდა დამვიწყებოდა! იმაზე უკეთესი რა უნახავს ჩემს თვალებს.

თუმცა ამ პატარა ბატონმა თავისი მამისეული სახლი გააახლა, გაადიდა, გაამშვენიერა, მაგრამ ისევ იმ ალაგას კი სდგას და ამაყად გადმოჰყურებს მთელ ჩართულას ხეობას. ცხონებული დიდი ბატონი მშვენიერი ვაჟკაცი იყო, მშვენიერ დიდ გვარიშვილის ქალზე იწერდა ჯვარს და დიდებული ქორწილი გადაიხადა. მაშინაც სწორედ ეს გიორგობის თვე იყო. თუმცა ასე არა ციოდა, მაგრამ გიორგობული სუსხი კი მაინც ტრიალებდა. თავადებს გარდა შვიდი სოფლის გლეხკაცობა ჰყავდა მოწვეული, მე სულ წლის მოყვანილი პატარძალი ვიყავ. მწვანე ფარჩის კაბა მეცვა, ალისფერი სარტყელ-გულისპირით, ფეხებზე ალისფერი ახალციხური წუღები. ჰაი, დედას, მე კი არ ვიყავ აბა ყმაწვილი ქალი! მთელ ქორწილის ხალხში ისე ვირჩეოდი, როგორც ობოლი მარგალიტი. “აი დაილოცა შენი მშობელ-გამზდელიო”, მომესმოდა აქეთ-იქიდგან და ძოწისავით ვწითლდებოდი...

-
აბა პატარძალს პატარძლების ლეკური უჩვენეთო! - ბრძანა დიდმა ქალბატონმა და ჩვენც იმ დარბაზში შეგვიყვანეს, რომელშიაც ნეფე-დედოფალი ბრძანდებოდნენ. მე თავჩაღუნული, მორცხვად სხვებს ვეფარებოდი და სხვა სოფლის პატარძლები კიდევ ერთმანეთს. უკან დედამთილები და უფროსები გვიდგნენ. გაისმა დაირა და დიპლიპიტო და თითო-თითო გამოვედით პატარძლები სათამაშოდ.

როცა ჩემი ჯერი მოდგა, მუხლები ამიკანკალდა, გული ამითამაშდა, სახეზე ცეცხლი წამეკიდა, მაგრამ მეტი რა გზა მქონდა, გამოველ, აქეთ-იქით დაბლად თავი დავუკარ და მკლავები გავშალე, გავშალე და დავტრიალდი. აქეთ-იქიდგან ვაშა, ვაშას ძახილი მოისმა, დამკვრელებმა საკრავების დაკვრას მოუმატეს, ტაში გაძლიერდა... შემდეგ რას ჩავდიოდი, აღარ მახსოვს, გონს მხოლოდ მაშინ მოველ, როდესაც დედამთილმა ჩამომძახა: “აკრიფე შაბაშის ფული და ბატონებს მადლი გადუხადეო”. ჩემს წინ ექვსი თუ შვიდი ჯვრიანი ვერცხლის მანეთიანი პრიალებდა და ქართული ორაბაზიანები ხომ რამდენიმე... ამ ალაგას შესწყდა თინას ბრწყინვალე მოგონება და დროც იყო, ის ბატონიანთ კარებზე იდგა და ქაქანით იხრჩობოდა. “ღმერთო, ეს რა მემართება, ეს რა უცნაურად, რა მძლავრად ადის და ჩადის ჩემი გულის ფიცარი! სულიც მეხუთება. ორთავ მკლავები მწყდება, გული მისკდება ტკივილით, ძარღვებში თითქო სისხლი მეყინება! ნუთუ ჩემი აღსასრულის დღე დადგა?.. ბავშვები, ბავშვებს რაღა ეშველებათ?”

გალურჯებული, თვალებჩასისხლიანებული თინა კიბეზე იჯდა. თავისს ბერკეტზე დაბჯენილი, სიკვდილის მოახლოვებას ჰგრძნობდა და, როგორც ყოველი მომაკვდავი, შიშით ძრწოდა. გარშემო ადამიანის ჭაჭანება არსად მოსჩანდა, ყველა სულდგმული სახლში იყო და იქ გამეფებულ ლხინს შეჰყურებდა და შეჰხაროდა.

დიდხანს იყო თინა სიკვდილისა და სიცოცხლის შუა. შემდეგ გული ნელ-ნელა დაუწყნარდა, სისხლმა ჩვეულებრივ უწყო მოძრაობა, სუნთქვა გაუადვილდა, მკლავების ტკივილი დაეშვა, სიკვდილის შიშმა გადაუარა და ის წყნარად შევიდა სახლში და მოსამსახურეთა ჯგუფში შეერია.


II


დიდი ლხინია, დიდი! ჩვენებური, ძველებური, უზომო და განიერი.

პურადი, უხვი მასპინძელი მზესავით გაბრწყინვალებულის სახით თავს დასტრიალებს თავის აუარებელს სტუმრებს და ყველას ერთად და თითოეულს განსაკუთრებით ტკბილის სიტყვით, მიმზიდველის ღიმილით იწვევს, ახალისებს სალხინოდ და სალაღობოდ. ორას-სამას კაცამდე წვეულნი უმაღლეს მხიარულების წერტილამდის არიან მისულნი.

ალაგ-ალაგ ხმაშეწყობილი, ტკბილი ღიღინი მოისმის, ალაგ-ალაგ ლოთურიჰარი-ჰარალი!” შორს დარბაზის კუთხეში დუდუკი შიქასტას ღუღუნებს, საზანდარიოაჰაბსმღერის.

ქალნი ნაზობენ, კეკლუცობენ, თვალთაგან ცეცხლებს აფრქვევენ. ვაჟკაცნი შეზარხოშებულნი მათ თვალთ გიშრისა ტბაში სიამოვნებით ჰბანაობენ. ტოლუმბაში, ღირსეული მეთაური ღირსეულის კრებულისა, ღირსეულად ასრულებს თავისს მაღალ დანიშნულებას და ისეთის მჭევრმეტყველებით და გატაცებით წარმოსთქვამს სადღეგრძელოებს, რომ სუყველანი ერთხმივ, დაუყონებლივ ასრულებენ მის ბრძანებას და სიამოვნებით სცლიან ლალისფერ ღვინით ავსილს ჭიქა-სტაქანს.

ლხინი იქამდის მივიდა, როდესაც კაცის ბუნება ვეღარ იტანს ერთ ალაგას ჯდომას და უფრო მძლავრს მოძრაობას, უფრო მძლავრ გამოხატულებას, მხიარულებას ებრძვის.

-
აბა, ოსეფავ, ლეკური! - დაიღრიალა ვიღამაც და მონასტერი აირია. ხალხი აიშალ-დაიშალა, სტოლები მისწი-მოსწიეს, ძვირფასად მოწყობილი სუფრა მგლების ნასუფრალივით გაიღეღ-გამოიღეღა. შეიქნა მისვლა-მოსვლა, სიცილ-კისკისი, ხარხარი, ლეკურმა უცბად შესცვალა დუდუკის წყნარი შიქასტა.

საჩქაროდ გაკეთებულ წრეში გაჩნდა მშვენიერი ახალგაზრდა, ალვის ხის მსგავსი ტანადი; მან არწივივით გაშალა თავისი მძლავრი მკლავები, კისერი კეკლუცად მიმოხარა და ნელ-ნელა რხევით, ფრთებისმაგვარად მკლავების ქნევით, ჩოხის კალთების შრიალ-ფრიალით ლეკური ჩამოუარა; ის აქეთ-იქით ავლებდა თავისს მშვენიერ შავ ბრიალა თვალებს და თითქო ვიღაცას ეძებდა მრავალთა მშვენიერთა შორის ლეკურში გამოსაწვევად.

დარბაზის გაღებულ კარებში მრავალი მოსამსახურენი იდგნენ და პირდაღებულნი უცქეროდნენ ბატონების ლხინს და ნადიმს; ამათში ორიოდე გლეხკაცის ჭუჭყიანი მაზარაც მოსჩანდა და მათ შორის დედაკაცებიც მორცხვად გამოიყურებოდნენ. უცებ ამ კარებიდგან წამოვიდა ბებერი თინათინა, ოთახის კუთხეში მიაყუდა თავისი ბერკეტი, იქვე ფლოსტები წაიძრო და მარტო წინდების ამარა ყმაწვილ მოთამაშეს გამოეთამაშა. სტუმართ ყიჟინი ასტეხეს დართულნი და ბრწყინვალე მანდილოსანნი ისტერიულმა სიცილმა შეიპყრო, სახლის პატრონი გასახტებული, გაოცებულ იდგა და არ იცოდა, რა ექნა, გაეგდებინებინა ლაქიებისთვის ეს გამბედავი, კონკებში გახვეული მოხუცი, თუ სხვებთან ერთად დაეწყო სიცილი და აღტაცებული ყიჟინი.

თინა კი ამასობაში, ხელებგაშლილი, თავაღებული, ტუჩებმოკუმული, სერიოზულათ, ციბრუტივით ტრიალებდა, ძველებურად ბუქნით უვლიდა დავლურს. თავმომწონე ვაჟკაცი არ შეკრთა, არ იუკადრისა დაგლეჯილ, ჭუჭყიან ძონძებში გახვეულ მოხუცთან თამაში და საერთო სიცილ-ხარხარით გახელებულმა დაჰკიჟინა და დაჰკიჟინა თავის მშვენიერ დამას, განივრად გაშლილი მკლავები თავზე გადააწყო და მოღიმარი თვალები, ვითომ არშიყობით დამჭკნარ, მკვდრისფერად ქცეულ სახეზე დააშტერა. სიცილ-ხარხარმა სიგიჟემდის მიაღწია.

ქალებს მეტი სიცილით თვალებიდგან ცრემლები სდიოდათ, კაცების ტაშისკვრით და ვაშას ძახილით სახლი ზანზარებდა. მოსამსახურეები შეუნიშნავად ბატონებში აირივნენ და მათთან ერთად ჟივილ-ხიოდნენ.

დედაბერი უცებ შესდგა, თვალები გადაატრიალა, ჰაერში დაწყვეტილივით მკლავები გადაიქნია, ერთი მძლავრად ამოიფშვინა და იატაკზე დაეცა.

საკრავის ხმა შესწყდა. მოკიჟინე ქალ-ვაჟთ ულმობელი სურათის წინ ბაგე შეეკრათ. მხიარული სახლის პატრონი მთლად დაიბნა.

წამის წინათ ცამდის აწვდილი ბედნიერთა მხიარულება უკიდურეს მდუმარებით შეიცვალა.

იატაკზე გაშეშებული ეგდო სათამაშოდ ხელებგაშლილი, თვალებდაჭყეტილი, საოცარის ტანჯვით ჯვარცმული თინათინა და თავის საზარელის შეხედულებით იქ მყოფთა გულში რაღაც სინდისის ქეჯნას იწვევდა.

არც ერთი მოძრაობა, არც ერთი ხმა არ არღვევდა იმ საშინელ სურათს, რომელსაც სიკვდილი და მხოლოდ სიკვდილი წარმოუდგენს ხოლმე ცოცხლებს და გაახსენებს სოფლის ამაოებას.

-
ბები, ბები! მართლა მოკვდი?! პურს ვინღა გვაჭმევს! - გაისმა ამ საოცარ სიჩუმეში და ბების მოლოდინით გაბეზრებული ორი მშიერი ტიტლიკანა, სიცივისაგან გალურჯებული ბალღი შემოვარდა ოთახში და ღრიალით დაეკონა გაცივებულ გვამს. სურათი შემზარავი იყო; აქამომდე გამეფებული მდუმარება დაარღვია საერთო ტირილმა და წამს წინათ ხარხარით მოღალული საზოგადოება ეხლა გულწრფელად ღვრიდა მდუღარებას.

-
მოწყალება ობლებს! - ვიღაცამ წამოაყრანტალა.

გულგალმობიერებულმა საზოგადოებამ ხელი იკრა ჯიბეს და უხვად გასცა მოწყალება.

თინას ლოცვა ასრულდა. იმან სამუდამოდ განისვენა და მისმა უკანასკნელმაშაბაშმამის ობლებს ლუკმა გაუჩინა.