შვლის ნუკრის ნაამბობი
I
პაწაწა ვარ, ობოლი. ბედმა დამიბრიყვა: ცუდ დროსდავობლდი; ტანზედ
მაცვია პატარა, მოკლებეწვიანი, თეთრისთვლებით მოწინწკლული თხელი ქათიბი. ჯერ რქები
და კბილებიარ ამომსვლია, ჩლიქებიც არ გამმაგრებია.
გზადაკარგული დავდივარ. აი დახედეთ ჩემს სისხლიანფეხსა, - ეს წყლის
დასალევად რომ ჩავედი ხევში, მაშინ ვიტკინე...გული მიწუხს... გული... საბრალო დედაჩემი!
მანამ დედა მყვანდაცოცხალი, სულ ალერსში ვყვანდი: ძუძუს მაწოებდა, მიალერსებდა, მაფრთხილებდა.
რაღამეშველება მე საბრალოს ეხლა! ძუძუს აღარა ვწოვ, მხოლოდ ბალახის ნამსა ვსუტავდილით
და საღამოთი, როდესაც ნამია, და რძის ნდომას იმითი ვიკლავ. უპატრონო რომვარ, სულ მეშინიან,
ვკანკალებ, მუდამ დღე სიკვდილს ველი, გზაარეული დავეხეტები...ღმერ-თო, რამდენი მტერი
გვყავს!
წეღან ველის პირად გავედი დაღონებული... იქით-აქეთ თვალს ვავლებდი.
უცებჩემს თავზედ ჭექა გაისმა. ავიხედე მაღლა: მხრებ-შეკუმშული, ნისკარტდაღებული,უზარმაზარი
ლეგა ფრინველი მოდიოდა პირდაპირ ჩემკენ. მე, შეშინებული, ტყეშიგადავხტი. წამოვიდა ის
წყეული ფრინველი, ტანი ვეღარ შეიმაგრა და ჩემს ნადგომადგილს დაეცა. ჟრუანტელი მივლის,
როდესაც იმისი მოკაკული ნისკარტი და ალმასივითბრჭყალები მაგონდება. პირდაპირ მოვიდა
და, იქ რომ არ დავხვდი, ბალახებზედა დამაყლოვანზედ მხრებით ტყლაშუნი გაადინა. მიავლ-მოავლო
საზარელი ყვითელითვალები, ეწყინა ჩემი გაქცევა, აიწია, ძლივს განთავისუფლდა, კინაღამ
მაყვლებში ჩაება.მე ერთს ხეს ვეფარე და იქიდან გულის ფანცქალით ცალის თვალით გავყურებდი.
გენაცვალე, ტყეო! შენ ბევრს მშველი, თორემ აქამდის ჩემის ქათიბის
ბეწვიც არიქნებოდა! გული მეუბნება, რომ მტრის მსხვერპლად გავხდები. ჯერ მე გამოუცდელი
ვარ,მხოლოდ ერთი კვირა ვიყავი დედასთან. ის მასწავლიდა, ვინ იყო ჩემი მტერი და ვინმოკეთე.
ეხლა ვინღა მასწავლის? სულ შამბში ვწვები, ვიმალები, მუმლისა დაკოღოებისაგან მოსვენება
აღარა მაქვს. დედასთან კარგად ვცხოვრობდი, თავისუფლადვსუნთქავდი...
მე და დედაჩემი, აგერ ტყიანი სერი რომ წამოწოლილა და აქეთ-იქით
ხევებიჩაუდის, იქ ვცხოვრობდით, მუდამ დაჩრდილულნი გაბურულის ტყით; უხვედრი იყოჩვენი
ბინა. დედაჩემი დაწვებოდა ხოლმე გორაკზე, მე გვერდით მოვუწვებოდი. სამივემხრიდამ ხეები
გვეფარა, მეოთხეს თვითონ გაიყურებოდა. ხანდახან ყურებს დააცქვეტდა,მე შევყურებდი და
ვბაძავდი იმის ქცევას, ჩემს პატარა ყურებსაც ავცქვეტდი. სამჯერუჩვეულებრიო ხმაურობა
შემოგვესმა: ის არა ჰგვანდა არც წყლის ჩხრიალს, რომელიცმუდამ მესმის, არც შაშვის ფაჩუნს,
არც კოდალას რაკუნს, არც კიდევ ხმელის ხის წვერიდამჩამოვარდნილ ტოტის რახუნს და არც
ნიავისაგამ გაშრიალებულ ფოთლების ხმას... ესშევნიშნე მე: რა წამს ამ უცხო ხმას გაიგონებდა
დედაჩემი, ზე წამოვარდებოდა დამეტყოდა: “შვილო! მომყე, მე მომყეო!..” გაიქცეოდა და
მეც მივხტოდი, რაც ძალი და ღონემქონდა; არც ვიცოდი და არც მესმოდა, თუ ვის უფრთხოდა.
ეხლა-კი ვიცი... ოჰ! რამდენიმტერი გვყავს! ოჰ, ადამიანო!.. რატომ არ გებრალები მე,
პატარა? რატომ არ მაძლევთავისუფლებას, რომ გულდასვენებულმა თავისუფლად ვიარო, ვთელო
ლამაზი მწვანებალახი, გადავდგე სერზედ და დავსტკბე საღამოს ნიავის სიოთი?!
ვერ გავცილებივარ ტყეს. თუ გავედი ველად, უნდა ტყის პირს არ მოვცილდე,
-მაშინაც ნახევარი სიცოცხლე მაკლდება! სულ აქეთ-იქით უნდა ვიყურო, ვეფარო ხეებს,კლდეებს,
ბალახებსა და კანკალით ვჭამო საჭმელი, შიშისაგან ზეზეურად უნდა დავდნე!..რას გიშავებ,
ადამიანო, მითხარი, რას? რა დაგიშავა საბრალო დედაჩემმა, რა შეგისვა, რაშეგიჭამა, რომ
მოჰკალი და უპატრონოდ დამაგდე, დამაობლე?! ოჰ, ადამიანებო! თქვენხერხსა და ღონეზე ხართ
დაიმედებულნი და ჩვენი ჯავრი არა გაქვსთ... არა ჰგრძნობთ,რომ ჩვენც გვიყვარს თავისუფლება,
არა ჰგრძნობთ თქვენის შეუბრალებელის გულით,რომ ჩვენც გვიყვარს სიცოცხლე, ბუნება: ფოთლის
შრიალი, წყლის ჩქრიალი, რომელსაცსულგანაბული ეგრე ხშირად ყურს ვუგდებ ხოლმე, ბალახის
ბიბინი და ტყისცხოველებთან ერთად ნავარდობა... შენ-კი, ოჰ, ადამიანო!.. თვალებდასისხლიანებული,გაფაციცებული
დამეძებ მე და ჩემს ფერს სუსტსა და უპატრონოს ათასს სხვას... იარაღიგაქვს, მოგვეპარები,
მუხთლად გკვრავ ტყვიას და გამოგვასალმებ წუთისოფელს...
II
როგორ არ უნდა მეშინოდეს?.. ჯერ სულ ერთი კვირაა, რაც მე წუთისოფელსვხედავ,
და რამდენი შიში და ვაება გამოვიარე! გუშინწინ წვიმიანი დღე იყო. სიცოცხლითადა სიმშვენიერით
აღსავსე დედაჩემი წიფლის გვერდზედ იდგა და გემრიელადიცოხნებოდა... მეც გვერდით ვუდექი,
მიხაროდა დედასთან დგომა, მტერი და სიკვდილიარც-კი მაგონდებოდა დედის იმედით. ხშირის
ფოთლებიდამ წვიმის ნამი კამკამითჩამოდიოდა... მე თავს ვუშვერდი, რომ სასიამოვნო წვეთებს
გავეგრილებინე.
- არ გიამა, შვილო? - მკითხავდა დედა.
მე თავს ვუქნევდი და ვხტოდი, ხან ძუძუებში ვბურჩქნიდი.
ჩვენს წინ ერთ ხმელ ხეს გარშემო კოდალა ევლებოდა და ისე მაგრა უკაკუნებდა,რომ
მიკვირდა, - დედაჩემი ამოდენაა და არ შეუძლიან ეგრე ტყის გახმაურება, როგორც ამპატარა
ჩიტს მეთქი! უვლიდა გარშემო ხეს ფეხების ფხაკუნით და ხან ერთსა და ხან მეორეადგილას
ჩაჰკრავდა ნისკარტს... კოდალას ცელქობას მე სიხარულით შევყურებდი; უცებ“ჩხი!” “ჩხი!”
მომესმა. მივიხედე გვერდზე: თავზედ ერთი ჩხიკვი გვევლებოდა. “თავიმომაფარეო, - მითხრა
დედაჩემმა, - თორემ ჩხიკვი თვალებს დაგთხრისო!..” მე თავიმოვაფარე. დედაჩემი იგერებდა
თავით ამ საძაგელს. ჩხიკვი ჩემკენ იწევდა; ბევრიიცოდვილა, მერე დაგვანება თავი, თავმოკატუნებული
წიფლის ტოტზე შესკუპდა დამოჰყვა კნავილს. იმისი ხმა სწორედ ჩემს ხმასა ჰგვანდა. დედას
გაეცინა და მითხრა:
- დიდი ეშმაკი რამეა, შვილო, ეგ ჩხიკვი, გაუფრთხილდი!.. შენისთანა
პატარანუკრებს ძლიერ ემტერება, შვილო... კრუსუნსა და კნავილს მოჰყვება და ახლო-მახლო
რომშენისთანა ბრიყვი და გამოუცდელი ნუკრი შეხვდეს, ბანს მისცემს, გადაეძრახნება, მაგასაცის
უნდა: მიახტება და თვალებს გამოსჩიჩქნის!..
მე ტანში ჟრუანტელმა დამიარა...
- ხმასაც არ გავცემ, დავემალები მაშინათვე!
- ჰო, ეგრე, ეგრე, შვილო! მანამ დედა ცოცხალი გყავს, ნუ შეგეშინდება;
როცა მე აღარგეყოლები, მაშინ სიფრთხილე გმართებს!
ოჰ, რამდენი გამოცდილება მაკლია ჯერ კიდევ მე, საცოდავსა!..
III
ერთხელ ძლიერ დაცხა. დედაჩემი საწოლიდამ ადგა და მითხრა, წყალზეწავიდეთო.
წავედით, დავყევით წვრილიანს სერს, ჩავიარეთ შამბზე და ჩავედით ხევში.ხევი ღრმა იყო,
მზის სხივები ვერ ჩასწვდომოდა, აქეთ-იქით ნაპირებზე ხეებიერთმანერთზე გადაკვანძულიყო
წვერებით. ხის ძირებზე, იქვე ხევის პირად, ჟოლისფესვები იყო ამოსული, წითლად თავი დაეხარათ
და გადმოჰყურებდნენ წყლის დენას.ცივი ანკარა ხევი მოჩუხჩუხებდა გალიპულს ქვებზე, ერთის
კლდიდამ მეორეზეგადადიოდა და გუბდებოდა. დედაჩემი მივიდა და ჩადგა შიგ გუბეში. მე ძლივსდავდიოდი
ქვებზე, ჩლიქები მტკიოდა.
- მოდი, შვილო, ჩადექ წყალში, საამურია სიცხეში წყალში დგომა.
მე მივედი და კრძალვით ჩავსდგი ჯერ ერთი ფეხი; წყალი საშინლად ცივი
იყო დაგადმოვხტი ისევ უკან.
- ცივია, არ შემიძლიან დგომა.
- არაფერი გიშავს, უნდა ეხლავე შეეჩვიო, შვილო!
ცოტა ხანი დავდექი წყალში, და მერე გამოვბრუნდით უკან. ჩვენს ზევითნაკაფიანებში
ხმაურობა ისმოდა.
ეგ საშიში ხალხი არ არის, მითხრა დედამ. ერთი დედაკაცი და პატარა
ბალღია.ჩვენი მტერი ეგრე არა ყვირის. ჩვენ მაინც სიფრთხილე გვმართებს: ისე წვრილიანზეავიაროთ,
ველის პირად ნუ გამოუჩნდებით, ნუ დავენახვებით.
დედაჩემი წინ წავიდა. მე გულმა არ მომითმინა და გავხედე; ტანი დავმალე,მხოლოდ
თავი გამოვაჩინე. ამ დროს ქვეიდამ ხმა მომესმა: “ვაი, ვაი, დედილო, მგელი,დედილოჯან,
მგელი!”
- ნუ გეშინიან, შვილო, გენაცვალე. აბა სად არის, დამანახვეო? -
ჰკითხავდა დედა. -აგე, ყურები არ გადმოუცქვეტია, ადამიანო, ტყიდამ! - თვალცრემლიანი
უჩვენებდა ბავშვითითით ჩემზე.
- უი, შენ კი გენაცვალოს დედა, მგელი-კი არ არის, შვლის ნუკრია,
შვილო! ქა, რალამაზია!
- დავიჭიროთ, შენი ჭირიმეო, - ეუბნებოდა პატარა დედას და თან მოუთმენლადემზადებოდა
ჩემკენ გამოსაქცევად.
- არა, გენაცვალოს დედა, ცოდოა, შვილო, როგორ იქნება, განა მაგას
არა ჰყავს დედა!ხომ უნდა იტიროს იმან თავის შვილზე!
მე სულგანაბული ყურს ვუგდებდი და მიამა, რომ გავიგონე ერთადერთი
სიტყვაჩვენის შებრალებისა. მე კიდევ მინდოდა ყური მეგდო, მაგრამ დედაჩემიდაბრუნებულიყო,
მოირბინა და მითხრა:
- ჰაი, შე ბრიყვო, გჯერა, რასაც ეგენი ამბობენ?! რას უყურებ იქა?
წავიდეთ ჩქარა,მომყე! ეგენი წავლენ, ასწავლიან მონადირეს ჩვენს ბინას და გამოგვასალმებენ
სიცოცხლეს.
საბრალო დედაჩემი წინადვე ჰგრძნობდა, რომ ისე იქნებოდა.
IV
შეკუნტრუშდა დედაჩემი, შევკუნტრუშდი მეც და გავსწიეთ ზეითკენსკუპ-სკუპით.
სულ ბოლო დროს მხოლოდ ეს-ღა გავიგონე: “უი, დედაც იქა ჰყოლიაო!”
შევუდექით შამბიანს, ბუერიანს გვერდობს, ბუერის ძირები ცივის წყაროებით
იყომორწყული. აქა-იქ ლაფზე ეტყობოდა ჩემსაებ პატარა ნუკრის ნაფეხურები. საშინლადცხელოდა.
ვწუხდით. დავწექით ბუერებში. იმისი განიერი ფოთლები არ გვაკარებდნენმწვავე მზის სხივებს.
უცებ გარშემო შემორტყმულ მთების წვერებიდან ამოცვივდნენღრუბლები, შეიყარნენ ერთად.
ცამ დაიგრიალა, იჭექა, ელვა გაიკლაკნა.
წვიმა სვეტ-სვეტად ჩამოდგა გაღმა სერებზე, მალე ჩვენს გარეშემოც
ხის ფოთლებსადა ნამეტნავად ბუერებზე დაიწყო ტლაშა-ტყლუში. ისეთი ხმაურობა დადგა, თითქოს
ტყედა მთა-ბარი იქცეოდა. ყველა სულდგმულმა ხმა გაკმინდა: ჩიტები ვეღარ ჰბედავდენჭიკჭიკს,
ცელქობას... საძაგელი ჩხიკვი, რომელიც ისე მაშინებდა წინათ, ეხლა სრულებითარ მეჩვენა
ისე საზარელი; დამჯდარიყო წიფლის შიმელაზე, მიეხუჭა თვალები დანისკარტიდამ ცინგლი ჩამოსდიოდა,
მხრები საცოდავად ჩამოეშვა. იმის ახლოს იჯდაგულწითელი ჩიტი, “წიფლის-ჩიტა” უწყინარი,
უვნებელი, ღაბუა. მშვენიერად მიეხუჭათვალები! მოფრინდა “წიპრანა” და “წრიპ, წრიპ!”
შესძახა. ჩხიკვს შეეშინდა, გაახილათვალები, გაუსკდა გული, მიასკდა ხან იქით, ხან აქეთ,
უშნო “ჩხიი, ჩხის!” ძახილით. მეგამეცინა. წინათ ყველაზედ ღონიერი ის მეგონა, ეხლა-კი
გავიგე, რაც შვილი ბრძანებულა.
გადაიქუხა. ჩიტებმა მორთეს ერთხმად სიმღერა. ბალახებმა და ხის ფოთლებმასიხარულის
ცრემლს დაუწყეს ფრქვევა. დედაჩემს ნაწვიმზე სიარული უყვარდა...წავიდოდა ველად და მეც
თან გამიყოლიებდა. ეხლაც წავედით, შევუდექით ველისპირებს, გავსწიეთ მთისკენ, ტკბილი
ხმა ისმოდა სალამურისა. მთის ძირზე გაშლილიყოცხვარი და ტკბილად სძოვდა ახლად დანამულს
ბალახს. მზე გორის პირას იყო ჩამალულინახევრამდე. იმისი მკრთალი სხივები მხოლოდ მთებისა
და ტყის წვერებს ეთხოვებოდა.
გორის პირზე ზევით მხრივ იჯდა ნაბადწამოხვეული მეცხვარე და შეექცეოდასალამურს.
იმის გვერდით წამოყუნტებულიყო ბანჯღვლიანი, საზარელი შესახედავიძაღლი; ცოცხლად აყოლებდა
თვალებს ცხვრის ფარას და ხანდახან აჩერდებოდაალერსიანად თავის პატრონს.
- ცუდს ადგილას მოვედითო, - მითხრა დედაჩემმა, - მეცხვარე უიარაღოა,
იმისი ნუშეგეშინდება, მაგრამ ის ძაღლი დაიყრის ჩვენს სუნს და იქნება გამოგვეკიდოსო.მობრუნდი
უკან. თვალი გეჭიროს: თუ ჩვენსკენ გამოიქცა, მე დავენახვები და შენბალახებში ჩაიმალეო.
ჩვენს დანახვაზე ცხვარი წაფრთხა და დაიწყო ჩვენკენ ყურება. მეხშირსა და დაბერებულის
არჯაკელის გროვაში ჩავიმალე და არ ვაშორებდი თვალს იმკუდბუთქვა ძაღლს... ცხვრის დაფრთხობა
და ძაღლის წკმუტუნი ერთი იყო. სცქვიტაყურები და გამოექანა ჩემკენ...
მეცხვარემ დაგვცა კივილი. მე ავკანკალდი. დედაჩემს შეასწრო თვალი
და გაექანაიმისკენ. დედაჩემი გასრიალდა და ერთს წამს დამეკარგა თვალიდამ. ცრემლი მომერია,გული
მომიკვდა: ვაიმე, დედავ, თუ დაგიჭიროს მაგ წყეულმა! დიდი ხანი მესმოდაბრაგა-ბრუგი და
ხევიდამ ქვების ჩხრიალი.
ვაიმე თუ დაიჭირა დედაჩემი და თავის ალმასის კბილებით სწეწს! დაბინდდა.მეცხვარემ
მოუსტვინა ცხვარს და შეაყოლა ბინისაკენ. გულის ფანცქალით ვადევნებდითვალს იმის მოძრაობას.
საწყალს ცხვრებს სცემდა ზოგს დიდის კომბლით და ზოგს ქვებსესროდა. ერთს პატარა ჩემოდენა
ბატკანს მიარტყა ქვა, საბრალო წაიქცა და საცოდავადდაიწყო ფეხების ქნევა. მეცხვარე ავიდა
ზევით და დაუწყო ძახილი “ყურშიას”. ცოტა ხანსშემდეგ, ცის ტატანზე დავინახე, რომ იმისი
ყურშია, წითელ-ენაგადმოგდებული, ედგაპატრონს გვერდით.
მე მეშინოდა; ვინ იცის, ჩემის დედის სისხლით აქვს-მეთქი გამურული
ლაშ-პირი.დაბნელდა, დაუკუნეთდა. ხმაურობა აღარსაიდამ ისმოდა. რა იქნა დედაჩემი? იქნებავეღარ
მიპოვოს, თუ ცოცხალია?
ცოტა ხანს შემდეგ ხავილი შემომესმა. დედიჩემის ხმასა გვანდა. მეც
გავეხმაურე.საბრალო აფორთქლებული მოიჭრა ჩემთან.
- აქა ხარ, შვილო? ნუ გეშინიან, შენი დედა ცოცხალია. ძაღლი და მგელი
ვერაფერსდააკლებენ... ცოცხალი ხარო? - მკითხავდა.
- ცოცხალი ვარ, - ვუპასუხე მე.
მიალერსა დედამ... ნეტა ვის შევსტირო, ვის შევეხვეწო, ვინ არის
ისეთი ძალუმი,რომ დედიჩემის თვალებში ჩამახედოს, დამატკბოს იმისის ალერსით.
როგორ უნდა მოვინელო ეს ჯავრი? ნეტა სისხლის მსმელ მტერს მეც მოვეკალი!რისთვის
დავრჩი მე ცოცხალი!?
წინა დღეს ცოცხალს, მშვენებით სავსეს ჩემს ნუგეშს შევსტრფოდი, და
რამომაგონებდა, თუ მეორე დღეს დამეკარგებოდა სამუდამოდ!
V
მთელი ღამე დავდიოდით ველზე, აღარ გვეშინოდა; გავედით სვილში დატკბილად
შევექცეოდით. თენება დაიწყო, მივიქეცით ტყეში. წყეული იყოს იმ დღისგათენება. ველზედ
სქლად იწვა ბალახი. ველში იდგა ორი-სამი ძირი ბალი; ჯგუფ-ჯგუფადეხვეოდენ ჩიტები, შაშვები;
ჟივილ-ხივილი ისმოდა; ზოგნი მოდიოდენ და ზოგნიმიდიოდენ, მიეზიდებოდენ შვილებისათვის
საზრდოს. დედამ გამაფრთხილა და მითხრა:საშიშია ამ დროს სიარული, ჩვენი მტერი ნაწვიმზე
დაგვეძებს, აქეთ-იქით თვალიგვეჭიროსო.
ეს იყო უკანასკნელი გაფრთხილება დედიჩემისაგან, დედაჩემი სწუხდა,
თითქოსსიკვდილსა ჰგრძნობდა. მოჰკვნეტდა ერთს ფოთოლს და გაუყუჩდებოდა.
ჩვენ ზევით იყო დგნალები, ერთმანერთზე მიწყობით ამოსული. იმათ წინ
იდგასამი თუ ოთხი შეკუმშული და აწურწუტებული არყი.
უცებ, როგორც ცის ჭექამ, იგრიალა თოფმა. იმის ხმამ დაიარა მთები
და კლდეები,ხის ფოთლებმა და მცენარეებმა კანკალი დაიწყეს, ბოლი გაერთხა ნამიანს ბალახზე.დედაჩემმა
ერთი-კი ამოიკვნესა და წაიქცა. ვაიმე! მე იქვე გავისხიპე. დედაჩემიმიგორავდა, ვხედავდი,
თავქვე და სისხლიანს კვალს სტოვებდა ბალახზე. არყებისუკანიდამ გამოხტა ახალგაზრდა ბიჭი,
ლეგა ჩოხის კალთები აეკვალთა. “გაუმარჯოსო!”დაიძახა და სასწრაფოს წკრიალით გამოეკიდა
დედაჩემს უკან. საწყალი დედაჩემიცდილობდა ადგომას, წამოიწევდა ხოლმე, მაგრამ ისევ ჩაიხვეოდა
მუხლებში. დაეცემოდადა გაგორდებოდა. მე მოვკვდი, ტანში დავიშალე, როდესაც შეჩვენებულმა
მონადირემამოიძრო პრიალა ხანჯალი და გამოუსო დედას ყელში. სისხლმა იფეთქა და გადაერწყიახეებზე.
ვაჰმე! სულ ცხადად ვხედავდი, მაგრამ რითი ვუშველიდი მე, საცოდავი?! აგერძუძუებზე, იმ
ძუძუებზედ, რომლებსაც მე ვწოვდი, დაუსო ხანჯალი და გამოშეშხა. შეიდოკისერზედ და გასწია.
მე დავიწყე ტირილი. გული შემიწუხდა. მას აქეთ ცოცხალ-მკვდარივარ; ვტირი და ეს არის
ჩემი ნუგეში; დავდივარ და შევსტირი ხეებს, მთასა და კლდეებს,დავსტირი წყალსა და ბალახს,
მაგრამ ჩემთვის დედა არა ჩნდება, დედაჩემს ვეღარავხედავ, ვარ ობოლი და, ვინ იცის, ვინ
დამეპატრონება, ვინ შეიღებავს ჩემის სისხლითხელებს?!
No comments:
Post a Comment